19-წლამდელთა ნაკრებში ლუკა ლოჩოშვილი ალექსანდრე კახიძემ შეცვალა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც თბილისსა და გორში გასამართავ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, იძულებითი ცვლილება განხორციელდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ყიფიანის 18-კაციან შემადგენლობას ბოლო მომენტში ტრავმის გამო ლუკა ლოჩოშვილი გამოაკლდა და განაცხადში მის ნაცვლად მოსკოვის "ინტერ ალფას" მცველი ალექსანდრე კახიძე მოხვდა.

დღეს, 19:30 საათზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. შეგახსენებთ, რომ ევროპირველობის გახსნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 2 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.

2017 წლის უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
საქართველოში, თბილისსა და გორში, 2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ჩემპიონის ტიტულისთვის საქართველოს, პორტუგალიის, შვედეთის, ჰოლანდიის, გერმანიის, ინგლისის, ჩეხეთისა და ბულგარეთის ნაკრებები იბრძოლებენ.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი ("იაგელონია", პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი ("შევარდენი 1906", თბილისი);
მცველები: დავით კობოური ("დინამო", თბილისი), ნიკა მალი ("საბურთალო", თბილისი), ალექსანდრე კახიძე ("ინტერ ალფა", მოსკოვი), ლუკა ლაკვეხელიანი ("საბურთალო", თბილისი), თომა ხუბაშვილი ("საბურთალო", თბილისი), შალვა ბურჯანაძე ("ტორპედო", ქუთაისი)
ნახევარმცველები: გიორგი კუცია ("დინამო", თბილისი), დავით სამურკასოვი ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე ("დინამო", თბილისი), გაბრიელ საღრიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("საბურთალო", თბილისი), თემურ ჩოგაძე ("საბურთალო", თბილისი), ნიკა კვანტალიანი ("დინამო", ბათუმი);
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე ("საბურთალო", თბილისი), ვატო არველაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი არაბიძე ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა).

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის განრიგი
A ჯგუფი
2 ივლისი, კვირა
თბილისი. მიხეილ მესხი
შვედეთი-ჩეხეთი 17:30

გორი. თენგიზ ბურჯანაძე
საქართველო-პორტუგალია 20:00

5 ივლისი, ოთხშაბათი
თბილისი. მიხეილ მესხი
საქართველო-შვედეთი 17:30

თბილისი. დავით პეტრიაშვილი
ჩეხეთი-პორტუგალია 20:00

8 ივლისი, შაბათი
თბილისი. მიხეილ მესხი
ჩეხეთი-საქართველო 20:00

გორი. თენგიზ ბურჯანაძე
პორტუგალია-შვედეთი 20:00

B ჯგუფი
3 ივლისი, ორშაბათი
თბილისი. მიხეილ მესხი
ბულგარეთი-ინგლისი 17:30

თბილისი. დავით პეტრიაშვილი
გერმანია-ჰოლანდია 20:00

6 ივლისი, ხუთშაბათი
თბილისი. მიხეილ მესხი (სათ)
ინგლისი-ჰოლანდია 17:30

გორი. თენგიზ ბურჯანაძე
გერმანია-ბულგარეთი 20:00

9 ივლისი, კვირა
გორი. თენგიზ ბურჯანაძე
ჰოლანდია-ბულგარეთი 20:00

თბილისი. დავით პეტრიაშვილი
ინგლისი-გერმანია 20:00

1/2 ფინალი
12 ივლისი, ოთხშაბათი
თბილისი. დავით პეტრიაშვილი
B1 - A2 17:00

თბილისი. მიხეილ მესხი
A1-B2 20:00

ფინალი
15 ივლისი, შაბათი
თბილისი. მიხეილ მესხი. 20:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
კახა,შვეცია ჩეხეთი ევროსპორტ-2-ზეა,ჩვენი თამაში კი ევროსპორტზე.რაც შეეხება ქართულ არხებს,არ ვიცი,პროგრამები ვერ ვნახე.წარმატებები ჩვენს ბიჭებს.
სოსო
17:25 02-07-2017
0
რომელი არხი აჩვენებს???
kaxa
16:15 02-07-2017
0

სიახლეები პოპულარული