U19. საქართველოს ნაკრების გაფართოებული სია ევროპის ჩემპიონატის წინ

AutoSharing Option
24 ივნისიდან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად დასკვნით შეკრებას დაიწყებს.

გიორგი ყიფიანი გუნდს სასტუმრო "მოხალისეში" შეკრებს, 30 ივნისიდან კი უკვე "ჰუალინგში" გადაინაცვლებს, სადაც ევროპის ჩემპიონატის მონაწილე რვავე ნაკრები დაბინავდება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია ის 22 ფეხბურთელი, რომელთაგანაც მოუწევს სატურნირო 18-კაციანი განაცხადის შევსება. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ბოლომდე გამოირიცხა თბილისის "ლოკომოტივის" შემტევის, რატი არდაზიშვილის ევრო-2017-ზე თამაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 2 ივლისს გორში, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

გიორგი ყიფიანის 22-კაციანი სია კი ასეთია:

მეკარეები: ლუკა
გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი (შევარდენი);
მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), შალვა ბურჯანაძე (ტორპედო), ალექსანდრე კახიძე (ინტერ-მოსკოვი, რუსეთი);
ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ლუკა ფოჩხუა (შევარდენი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ);
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა ცუდია, მხოლოდ გორში და თბილისში რომ ტარდება ტურნირი ....
Gio Ts
17:05 26-06-2017
0
ბატონო გიორგი!!!!!!!!! არ გცხვენიათ??????? რა სასტავს აყენებთ..... სადაა 19-წლამდელთა ჩემპიონატის ბომბარდირი????? მერე იტყვით ვერ ვითამაშეთო და გოლი ვერ გავიტანეთო?????? გამოიდძახეტ სანამ დროა!!!1!! მერე რომ არაფერი თქვათთთთ!!!! DINAMODAN ------ ბექა ქავთარაძე!!!!!!! ----ჟინვალააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!1
Qartveli
22:31 25-06-2017
0

სიახლეები პოპულარული