გიორგი ყიფიანი წილისყრის შემდეგ: ყველა მატჩში მოგებისთვის ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ევროპის ჩემპიონატზე ყველა გუნდი ძლიერია. ის ნაკრებები, რომლებიც მოხვდნენ ჩვენს ჯგუფში, არაფრით ჩამოუვარდებიან გერმანიას და ინგლისს. შესაბამისად, თანაბრად გადანაწილდა გუნდები ჯგუფებში.

პირველი თამაში გვაქვს პორტუგალიასთან. პატივს ვცემთ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, მაგრამ ყველა მატჩში მოგებისთვის ვიბრძოლებთ. ვპირდებით გულშემატკივრებს, რომ არაფერს დავიშურებთ სანახაობრივი და შედეგიანი თამაშის საჩვენებლად", - თქვა ყიფიანმა.

- U19. საქართველოს მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია

ლექსო ნაბახტეველი სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული