U19: საქართველოში გასამართავი ევროპის ჩემპიონატის ყველა მონაწილე ცნობილია

AutoSharing Option
2-15 ივლისს საქართველო ევროპის 19-წლამდელთა პირველობის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. ახლახან გაირკვა ყველა მონაწილე ნაკრების ვინაობა.

U19. საქართველო-რუსეთი 1:0 - კიდევ ერთი! [VIDEO]
U19. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO]

მაშ ასე, გიორგი ყიფიანის გაწვრთნილი მასპინძელთა ნაკრების გარდა, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ: ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, პორტუგალია, ბულგარეთი, ჩეხეთი და შვედეთი.

კენჭისყრა 13 აპრილს, სასტუმრო "ჰუალინგში" მოეწყობა. თამაშები თბილისსა და გორში გაიმართება. წილისყრა ყოველგვარი განთესვის გარეშე ჩატარდება.

19-წლამდელთა პირველობაზე მხოლოდ ერთი გუნდია დებიუტანტი - შვედეთის ნაკრები.

საქართველოს ნაკრები აღნიშნული ტურნირის ფინალურ ეტაპზე მეორედ თამაშობს, პირველად ეს
2013 წელს მოხდა. მაშინ გუნდი 1 ქულით ჯგუფში ჩარჩა. საქართველოს ნაკრები დაუზავდა საფრანგეთს - 0:0, წააგო სერბეთთან - 0:1 და წააგო თურქეთთან - 2:4 (გოლები ენდელაძემ და კაჭარავამ გაიტანეს). მაშინ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ჩემპიონი სერბეთის მოთამაშე ალექსანდრ მიტროვიჩი გახდა.

მაშ ასე, ვინ შეიძლება ჩამოვიდეს საქართველოში: ჰოლანდიის ნაკრებში დიდებში ჰქონდა დებიუტი მატეის დე ლიგტს (აიაქსი), რომელიც 1931 წლის მერე ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. დე ლიგტი მხოლოდ 17 წლისაა.

გერმანიის გუნდში თამაშობს სალიჰ იოზქანი.

ინგლისის ნაკრებშია ტომ დევისი, რომელიც "ევერტონში" დამკვიდრდა და პრემიერლიგის ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელია. გამოვყოფთ "ლივერპულის" მცველ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდსაც.

პორტუგალიას ჰყავს რუი პედრო, ბულგარეთს - კალოიან კრასტევი, შვედეთს - ალექსანდერ ისაკი, რომელიც "დორტმუნდში" თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენ ვინ გვყავს ჩვენ, ის რატომ გამოგრჩა ავტორ?!
fsiuuu``
10:14 30-03-2017
0
ჰო ეხლა იმიტომ არ ჩარჩა რომ მასპინძელი ქვეყანა არის და შესარჩევის გარეშე შევიპარეთ თორემ ამჯერადაც ჩავრჩებოდით, რა უნდა ყიფიანს მწვრთნელად!!!
fsiuuu``
10:13 30-03-2017
0

სიახლეები პოპულარული