U19. საქართველოს ნაკრებმა რუსეთი მეორედ დაამარცხა

AutoSharing Option
27 მარტს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სათადარიგო მოედანზე ამხანაგურ მატჩში რუსეთს უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 66-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს შეეძლო, უპირატესობა ორამდე გაეზარდა, მაგრამ თემურ ჩოგაძემ 11-მეტრიანიდან დარტყმული ბურთი კარს ააცილა.

მატჩის მიწურულს ქართველებს გოლის გატანის ორი კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 25 მარტს რუსეთი ასევე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა [VIDEO]

თბილისი, "მიხეილ მესხი 2"
U19. საქართველო-რუსეთი 1:0

გოლი: 1:0 გიორგი კოხრეიძე (16)
მსაჯები: გიორგი კიკაჩეიშვილი, ალექსანდრე აფციაური, დავით ახვლედიანი, არსენ ნონიკაშვილი

ძირითადი შემადგენლობები
საქართველო: 12. ლუკა გუგეშაშვილი, 2. შალვა ბურჯანაძე, 4. ლუკა ლოჩოშვილი (კ), 5. ლუკა ლაკვეხელიანი, 7. გაბრიელ საღრიშვილი, 9. რატი არდაზიშვილი, 10. გიორგი კოხრეიძე, 15. გიორგი ჩაკვეტაძე, 17. დავით სამურკასოვი, 18. გიორგი კუცია, 19. ნიკა მალი
მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

რუსეთი: 1. მაკსიმ ბოგატირევი, 3. არტემ გოლუბევი (კ), 4. სერგეი ბოროდინი, 5. იური გორშკოვი, 7. დანილ უტკინი, 8. ივან იგნატიევი, 9. მაგომედ-შაპი სულეიმანოვი, 10. ალეკსანდრ რუდენკო, 16. რომან ევგენიევი, 21. ნიკოლაი პოიარკოვი, 22. სტანისლავ უტკინი
მთ. მწვრთნელი: მიხაილ გალაკტიონოვი

სათადარიგო სკამი
საქართველო: 1. გიორგი ჩოჩიშვილი, 22. დავით კერესელიძე, 3. ლუკა ქაფიანიძე, 6. ალექსანდრ კახიძე, 8. ლუკა ფოჩხუა, 13. თომა ხუბაშვილი, 14. ბექა ქავთარაძე, 16. აკაკი ნინუა, 20. ნიკა კვანტალიანი, 21. ნიკა ნინუა, 23. საბა ჯიქია

რუსეთი: 23. ივან ლომაევი, 2. ივან ლაპშოვი, 13. ვიაჩესლავ გრულევი, 14. ნიკიტა პოლიაკოვი, 15. მაკსიმ გლუშენკოვი, 17. დმიტრი ციპჩენკო, 19. დმიტრი ვებერი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩოგაძე ალბათ ტრიბუნებიდან ჩავიდა პენალტის დასარტყმელად. ისე გუნდის შემადგენლობაში მასეთი გვარი არ იძებნება.
0
სამწუხაროდ, ვერ დავესწარი დღევანდელ თამაშს. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავიმარჯვეთ. გილოცავთ!!!
tngh
21:09 27-03-2017
0

სიახლეები პოპულარული