საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისლანდიას უხვგოლიან მატჩში დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 მარტს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა ისლანდიის თანატოლთა გუნდთან. უხვგოლიანი დაპირისპირება ფრედ 4:4 დასრულდა.

შეხვედრის პირველ ნახევარში მეტოქეებმა ერთმანეთს ორ-ორი გოლი გაუტანეს. გია გეგუჩაძის ნაკრებში გოლები ლუკა ზარანდიამ (17) და ირაკლი ბიძინაშვილმა (29) მიითვალეს, სტუმართაგან კი დუბლით რაგრანსონი (15, 20) გამოირჩა.

შესვენების შემდეგ ისლანდიელებმა ზედიზედ ორჯერ აიღეს საქართველოს ნაკრების კარი - 51-ე წუთზე ალფონს სამსტედმა გაიტანა, 69-ეზე კი - აქსელ ანდერსონმა.

გეგუჩაძის შეგირდებმა ორბურთიანი ჩამორჩენა მაინც გაქვითეს. 87-ე წუთზე ლუკა იმნაძემ სხვაობა შეამცირა,
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი გიორგი ზარიამ შორეული დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - - 4:4.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ამავე სტადიონზე სამი დღის წინ ჩატარდა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

- U21. საქართველო-ისლანდია 3:1 - რომანი დუბლით [VIDEO]

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2019-ის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, რომელიც 1-ელ სექტემბერს დაიწყება. ჩვენი მეტოქეები ჯგუფში დანია, პოლონეთი, ფინეთი, ლიტვა და ფარერები არიან. იქამდე გეგუჩაძის გუნდს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი დაგეგმილი 12 ივნისს, სტუმრად მონტენეგროს თანატოლთა გუნდთან აქვს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს დაცვა.
guri
22:16 26-03-2017
0
ერთი შეხედვიდაც კარგად ჩანს, რომ ისლანდია თამაშობდა გუნდურად, ჩვენი მინიმუმ ორი გოლი იყო აბსოლუტურად ინდივიდუალური საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე, რითაც ფონს ვერ გავალთ უფრო ძლიერ გუნდებთან და იქნება გამონათებები, გეგუჩაძის იმედი კი მაქვს მაგრამ გუნდურად თუ არ ვითამაშეთ თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებს ვერ ავყვებით და დიდ შედეგებს ვერ დავდებთ.
წარმატებები საქართველოს ნაკრებს
Temo
18:43 26-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული