U21. საქართველო-ისლანდია 3:1 - რომანი დუბლით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2017 წელი გამარჯვებით დაიწყო. გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი მოუგო ისლანდიას.

რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, მაგრამ ქართველთა გამარჯვება დამსახურებულია. რაც მთავარია, გუნდს ეტყობოდა ვარჯიშებზე ნამუშევარი, ეტყობოდა სწორედაც გეგუჩაძის ხელწერა. ეგ იყო, მეორე ტაიმის პატარა მონაკვეთში ისლანდიამ ჯანით გვაჯობა, მაგრამ მინდორზე სიტუაცია სწრაფადვე გავათანაბრეთ და მეტოქე სულაც ენდშპილში გავტეხეთ.

დაიწყო მატჩი და დავწინაურდით. სპარინგის ერთ-ერთმა გმირმა ოთარ კიტეიშვილმა გიორგი ხარაიშვილის პასის შემდეგ მძლავრი თავურით ლამაზი და ეფექტური გოლი შეაგდო.

ამას ისლანდიელთა რეალური შანსი მოჰყვა -
ალბერტ გუდმუნდსონი (საუკეთესო იყო სტუმართა შორის) ბექა ქურდაძესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ გატანა ვერ მოახერხა. ეს იყო და, ორი შანსი ჰქონდა მწვავედ გამრჯე ხარაიშვილს. პირველ შემთხვევაში ისლანდიელთა მეკარემ იმარჯვა, მეორედ კი "საბურთალოს" ლიდერმა საჯარიმოდან ოდნავ ააცილა.

ტაიმის ბოლომდე საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი შანსი ჰქონდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. იყო ტორსტეინსონის შანსიც. ბოლო-ბოლო, პირველი ტაიმი ქართველმა ახალგაზრდებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

მეორე ტაიმის პირველმა ნაწილმა ისლანდიელთა უპირატესობით ჩაიარა. გუდმუნდსონს კიდევ ერთი შანსი შეექმნა, მერე კი ქართველთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ეინარსონმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

ეს იყო და, ისლანდიელთა დამრიგებელმა ლამის მთელი გუნდი - 10 ფეხბურთელი ერთდროულად შეცვალა.

- ასეთი რამ მართლა არ მინახავს - რა მოხდა საქართველო-ისლანდიის მატჩში [VIDEO]

საქართველოს ნაკრები კი დაწინაურდა - კიტეიშვილმა კარგად წაიღო ბურთი და გიორგი ჩაკვეტაძეს გაატანა, ამან კი რომან ჭანტურიას უპასა და პორტუგალიური "ოლიანენშეს" ფორვარდს მიზანმა არ უმტყუნა.

მერე იყო ქართველთა სახიფათო "სტანდარტი". ლუკა ზარანდიას მეკარე ოლაფსონმა არ გაატანინა. ბოლოს კი ისევ ჭანტურიას ჯერი დადგა - ქართველთა კონტრშეტევა და რომანის დუბლი ერთი იყო.

ჭანტურიაზე ცალკე უნდა ვთქვათ. მან ძალიან შთამბეჭდავად ითამაშა. ორი გოლი ხომ შეაგდო და, მთელ რიგ ეპიზოდებშიც მაგრად აწვალა ჩრდილოელთა ახოვანი დაცვა. კიტეიშვილი კი, მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიცაა გამოძახებული, მაგრამ გუშინ ახალგაზრდულს დაეხმარა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო.

მატჩის შემდეგ
- გია გეგუჩაძე: ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა

U21. ამხანაგური მატჩი
22.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-ისლანდია 3:1
გოლები: 1:0 კიტეიშვილი (7), 1:1 ეინარსონი (59), 2:1 ჭანტურია (66), 3:1 ჭანტურია (88)
საქართველო: ქურდაძე, გიორბელიძე, მარგველაშვილი, ჭიჭინაძე, შულაია, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, მამუჩაშვილი, იმნაძე, მიქელთაძე;
შეცვლაზე შევიდნენ: ზარანდია, მაჭარაშვილი, ჩაჩუა, ჭანტურია, ბიძინაშვილი, კობოური, ჩაკვეტაძე, ლოჩოშვილი, კიკნაძე.
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ისლანდია: ოლაფსონი, სამსტედი, შევინგი, ვ. გუდმუნდსონი, ანდრესონი, მაგნუსონი, სიგურდსონი, ეინარსონი, ჰარალდსონი, ა. გუდმუნდსონი, ი. ტორსტეინსონი;
შეცვლაზე შევიდნენ: კრისტიანსონი, ინგასონი, ო. გუნარსონი, სტეფანსონი, ლეიფსონი, იოჰანსონი, გ. გუნარსონი, კონრადსონი, რანგასონი, ს. ტორსტეინსონი.
მწვრთნელი: ეიოლფურ სვერისონი
გაფრთხილება: ჭიჭინაძე (58), ლეიფსონი (68), მაჭარაშვილი (85), ჭანტურია (88)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
fsikikuri ahlilobaa akvt am axlgazrdebs ,mgoni mozvelbiho kurduli ragacebi acuxebt.sada mcvrtneli am sigijebs rom uyurebs hkua daarigon tuarada es gacev gamoceva fexburts ar caadgeba samomavlod.
halagaji
15:28 23-03-2017
0
რომან (ჭანტურია) შფოთიანი,ანუ ოთარ(კვერნაძე) შფოთიანს ახალი კოლეგა გამოუჩნდა :)
ახალგარზდა კაცი ასე .....  როგორ უნდა იყო რომ წიხლები ჩასცხო კუთხურის ალამს?კვერნაძისაგან კარგი რამ კი უსწავლია, მანამდე იყო და მუმლაძემ ნახევარი სტადიონი გასრიალდა მუხლებზე და უმსაგვსო ხელებსი ქნევის ჟესტით-აგერო.. მიმართა ბურსასფორის ფანებს.

ალბათ დროა რომ ქართველმა მწვრთნელებმა სერიოზული ყურადღება მიაქციონ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და გაწონასწორებულობას ფეხბურთელებისა, რაღაც ვერ არიან ბევრნი სრულად ჯანმრთელნი.
ასეთების ადგილი არათუ ნაკრებში, უბრალოდ თავმოყვარე კლუბებშიც კი არ უნდა იყოს.

მთლიანი მატჩის ვიდეო წაშალეს საზმაუწყმა, მაგრამ ერთი ვიდეო გადარჩა მიმოხილვისა და აქ ნახეთ რომანის რომანტიკული ურთიერთობა კუთხურის ალამთან ნახტომში და წიხლების გამოყენებით. დაულაიქეთ აუცილებლად :)

https://www.youtube.com/watch?v=SYMnMXnGH28
Jango
14:13 23-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული