სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ორი ცვლილება მოხდა
AutoSharing Option
23:14 20-03-2017
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეიკრიბა და ისლანდიასთან 22 და 25 მარტს გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.

გია გეგუჩაძის გუნდი ორივე შეხვედრას თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. პირველი მატჩი 19:00 საათზე გაიმართება, ხოლო მეორე 14:00 საათზე.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ისლანდიელებთან
You must have Flash Player installed in order to see this player.
სათამაშოდ 24 ფეხბურთელი გამოიძახა, თუმცა ეროვნული ლიგის მესამე ტურის შემდეგ შემადგენლობაში კორექტივების შეტანა მოუხდა - ტრავმების გამო 21-წლამდელებს "საბურთალოს" მცველი ცოტნე ნადარაია და "ლოკომოტივის" ფლანგელი ირაკლი კომახიძე გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად გია გეგუჩაძემ შეკრებაზე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი დავით კობოური და მარტვილის "მერანის" მცველი ანდრო გიორგაძე მიიწვია.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი);
მცველები: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), აკაკი შულაია (მერანი), რომან ჩაჩუა (შუქურა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო), დავით კობოური (დინამო), ანდრო გიორგაძე (მერანი);
ნახევარმცველები: გიორგი ზარია (დინამო), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (სიონი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა);
თავდამსხმელები: გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ბექა მიქელთაძე (დინამო), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია), ლუკა იმნაძე (საბურთალო). 

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.