ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები ევრო 2019-ის შესარჩევში ცნობილია

AutoSharing Option
26 იანვარს უეფას შტაბბინაში 21-წლამდელთა შორის ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მესამე ჯგუფში მოხვდა დანიასთან, პოლონეთთან, ფინეთთან, ლიტვასა და ფარერებთან ერთად.

ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირ გაინაღდებენ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს, ხოლო 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი კი პლეი-ოფში დამატებით ორ საგზურს გაითამაშებს.

შესარჩევი ციკლი 2017 წლის მარტიდან დაიწყება, ტურნირის ფინალურ სტადიას კი იტალია და სან-მარინო უმასპინძლებენ.
ასევე დაგაინტერესებთ