ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U17. საქართველოს ნაკრები ლიტვასთანაც დიდი ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის ცნობით, დღეს, 17 იანვარს, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე და ლიტვასთან 1:4 დამარცხდა.

გიორგი ნემსაძის
შეგირდებმა თავიდანვე გაუშვეს გოლი, თუმცა კაპანაძემ პირველივე ტაიმში შეძლო გათანაბრება. შესვენების შემდეგ კი მეტოქის გოლებს ქართველებმა ვერაფრით უპასუხეს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

ბახტაძე, მელიქიშვილი (41' ხარაიშვილი), წაქაძე, გელაშვილი, კაპანაძე (75' ბაქრაძე), ჩოთალიშვილი (49' აშორდია), მექვაბიშვილი (49' ლორთქიფანიძე), დავითაშვილი (41' ქუთათელაძე), ტუდები (21' ჩარკვიანი), კვარაცხელია (68' აზაროვი), გულიაშვილი

სათადარიგონი: თვალოძე, იანგველაძე.

ტურნირის მესამე მატჩს ქართველი
17-წლამდელები, რომელთაც ევროშესარჩევი ციკლი შემოდგომაზე ელით, 19 იანვარს უკრაინასთან გამართავენ.