U17. საქართველოს ნაკრები ლიტვასთანაც დიდი ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის ცნობით, დღეს, 17 იანვარს, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე და ლიტვასთან 1:4 დამარცხდა.

გიორგი ნემსაძის
შეგირდებმა თავიდანვე გაუშვეს გოლი, თუმცა კაპანაძემ პირველივე ტაიმში შეძლო გათანაბრება. შესვენების შემდეგ კი მეტოქის გოლებს ქართველებმა ვერაფრით უპასუხეს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

ბახტაძე, მელიქიშვილი (41' ხარაიშვილი), წაქაძე, გელაშვილი, კაპანაძე (75' ბაქრაძე), ჩოთალიშვილი (49' აშორდია), მექვაბიშვილი (49' ლორთქიფანიძე), დავითაშვილი (41' ქუთათელაძე), ტუდები (21' ჩარკვიანი), კვარაცხელია (68' აზაროვი), გულიაშვილი

სათადარიგონი: თვალოძე, იანგველაძე.

ტურნირის მესამე მატჩს ქართველი
17-წლამდელები, რომელთაც ევროშესარჩევი ციკლი შემოდგომაზე ელით, 19 იანვარს უკრაინასთან გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 54 /
ზესტაფონის 17 წლამდელებმა ამ გუნდსს მოუგო ორივე თამაში დიდი ანგარიშით, ამ დროს არც ერთი ზესტაფონელი არ გამოიძახა ნაკრებში
andale
10:46 20-01-2017
0
სამარცხვინო უსამართლობა ქართულ ფეხბურთში შედაგიც სახეზეა ვინ მოიყვანეს მწვრთნელებად საიდან არავითარი ცოდნა არავითარი განათლება რაც დღეს ბაცშვთა ფეხბურთში ხდება უკვე ისეა საქმე მე მგონი სამართალ დამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ნიჭიერ ბავშვებს გასაქანს არ აძლევენ ან ეს დინამოს და საბურთალოს სელექციონერები რას ფიქრობენ ისეთი ბავშვები გაუშვეს ქუჩაში გული გეტკინებოდა კაცს დატოვეს პატრონიანები იგივეა ჯიეფფშიც სხვა ბავშვებმა რომლებიც მანდ ვერ მოხვდნენ რდააშავეს
pako
16:55 19-01-2017
0

სიახლეები პოპულარული