ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U17. საქართველოს ნაკრებმა მინსკის ტურნირი ისრაელთან განადგურებით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის ცნობით, დღეს, 16 იანვარს, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა და ისრაელთან 0:4 დამარცხდა.

მეტოქემ ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა დახანის გოლით, კარზევმა დუბლი შეასრულა (27-ე და 53-ე წუთებზე), ხოლო მატჩის მიწურულს მაიდოუბმა გამოიჩინა თავი.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: თვალოძე, მელიქიშვილი (ხარაიშვილი 55), წაქაძე, გელაშვილი, კაპანაძე, ჩოთალიშვილი (აშორდია 65), ჩარკვიანი (თუდები 55), მექვაბიშვილი (ლორთქიფანიძე 65), დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი (ჯანგველაძე 59)

სათადარიგონი: ბახტაძე, ბაქრაძე, აზაროვი, ქუთათელაძე.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ლიტვამ 2:1
დაამარცხა უკრაინა. მომდევნო მატჩს ქართველი 17-წლამდელები სწორედ ლიტვასთან ჩაატარებენ 17 იანვარს.