გიორგი ნემსაძემ მინსკის ტურნირისთვის 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
დღეს, 14 იანვარს, საქართველოს 17-წლამდელთა საფეხურთო ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ თბილისში დასრულებული საწვრთნელი შეკრების შემდეგ 20 ფეხბურთელი შეარჩია.

"განვითარების თასის" მეცამეტე გათამაშებაზე, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები C ჯგუფში იასპარეზებენ, სადაც მეტოქეებად უკრაინის, ისრაელისა და ლიტვის თანატოლთა გუნდები ჰყავთ. ჯგუფური ეტაპის მატჩები 16-19 იანვარს გაიმართება. ტურნირი 22 იანვარს დასრულდება.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: აკაკი თვალოძე ("დინამო" თბილისი), მამუკა ბახტაძე ("საბურთალო", თბილისი),
მცველები: სანდრო მელიქიშვილი ("საბურთალო",
თბილისი), ირაკლი წაქაძე ("დინამო", თბილისი), ზურაბ ბაქრაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), ივა გელაშვილი ("სპარტა", პრაღა, ჩეხეთი), ცოტნე კაპანაძე ("საბურთალო", თბილისი), ირაკლი აზაროვი ("დინამო", თბილისი)
ნახევარმცველები: ბექა ხარაიშვილი ( "საბურთალო", თბილისი), ცოტნე ჩოთალიშვილი ( სფფ-ს აკადემია), ბექა აშორდია ( სფფ-ს აკადემია), ვახტანგ ჩარკვიანი ("დინამო", თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი ("დინამო",თბილისი) დავით ლორთქიფანიძე ("ატალანტა", ბერგამო, იტალია), ზურა დავითაშვილი ("დინამო", თბილისი), ჯინო თუდები ("დინამო", თბილისი), ხვიჩა კვარაცხელია ("დინამო", თბილისი)
თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სფფ-ს აკადემია), ელგუჯა ჯანგველაძე ("დინამო", თბილისი) ნიკა ქუთათელაძე ("პსჟ", საფრანგეთი).

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 24 /
მამულო-ს. სახელი კარგი, მაგრამ აზროვნება..... შენ მიგაჩნია, რომ თბილისში აშენებულ ახალ კორპუსებში, ბინებს სოფლელები ყიდულობენ ძირითადად? მაშინ ბრავო შენ.
okriba
18:01 17-01-2017
0
Ro araferi icit nu laparakobt bevrs ra tu sheidzleba , es turniri 17 wlamdelia magram saqartvelos 16 wlianebi arian chamosulebi, me piradad vuyure mat tamashs israeltan da bevri kargi bavshvia chvens nakrebshi , 1weli asatshi gansxvaveba bevrs nishnavs , kide kargad itamashes , jer tamashi naxet da mere ilaparaket , tundac nacnobobit iyos wayvanili vinme mainc kai nakrebia dzaan
0

სიახლეები პოპულარული