ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტურის წინ: არველაძის შეხვედრა წარსულთან

AutoSharing Option
დღეს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის I წრე დასრულდება. ბუნებრივია, ჯერ ვერც ერთი გუნდი ვერ გაინაღდებს პლე ოფის საგზურს, თუმცა მომავალ გამარჯვებულთა კონტურები ალბათ, გამოიკვეთება.

ქართველები ევროპალიგაზე
შოთა არველაძისთვის დღეს განსაკუთრებული მატჩია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა "მაკაბიმ" სტარტზე ორი მატჩი წააგო და თუ მესამეც მიაყოლა, ჯგუფიდან გასვლის პრაქტიკულ შანსს დაკარგავს.

"ალკმაარი" ის გუნდია, სადაც შოთამ კარიერის გარკვეული ნაწილი გაატარა (48 გოლი აქვს გატანილი აზ-ს მაისურით), სადაც გახდა ლუი ვან გაალის და რონალდ კუმანის ასისტენტი. მოკლედ, ქ
ართველი სპეციალისტითვის "ალკმაარის" წინააღმდეგ თამაში რიგითი დაპირისპირება არ არის.

ებრაული გუნდი სასტუმროში პეტერ ბოშმა მოინახულა, რომელიც ახლა "აიაქსის" მთავარი მწვრთნელია, მანამდე კი სწორედ "მაკაბის" წვრთნიდა, ცოტა უფრო ადრე კი ბოში გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის დამრიგებელი იყო "ვიტესში". სხვათა შორის, ერთ-ერთი ჰოლანდიელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ფრანკ დე ბურის ("აიაქსის" ყოფილი მწვრთნელი) მემკვიდრეობა "ამსტერდამ არენაზე" უფრო შოთა არველაძეს შეეფერება, ვიდრე ბოშს.

ბოში, "მაკაბის" მონახულების შემდეგ, "აიაქსთან" ერთად ესპანეთში გაემგზავრა, ევროპალიგის მორიგ მატჩში "სელტას" წინააღმდეგ სათამაშოდ. ბოშმა არველაძეც მოინახულა, რომელსაც პირადად იცნობს, ხოლო შოთას ტყუპისცალის, აჩიკოს გუნდელი იყო ფეხბურთელობისას.

არველაძის "მაკაბისგან" განსხვავებით, ჯაბა ლიპარტიას "ზორიას" ქულა მაინც აქვს, თუმცა უკრაინული კლუბის სატურნირო მდგომარეობაც მძიმეა. არველაძის არ იყოს, ლიპარტიაც ჰოლანდიაშია - "ფეიენოორდთან" სათამაშოდ. ბოლო ტურში ჩვენებურმა საგოლე პასი გაიფორმა და უკრაინის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი.

გიორგი ქვილითაიას "რაპიდი" იტალიურ "სასუოლოს" მასპინძლობს. იტალიური მედია ქვილითაიას სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრებს.

ნიკა კვეკვესკირის "გაბალაც" აუტსაიდერია და საფრანგეთში "სენტ ეტიენს" სტუმრობს. სამწუხაროდ, ჩვენებურს კვლავ ტრავმა აქვს. შეგახსენებთ, რომ "კრასნოდარს" თორნიკე ოქრიაშვილი ევროპალიგის განაცხადში შეყვანილი არ ჰყავს.

შეჯახება ცაში
იმ ჯგუფში, სადაც ლიპარტია თამაშობს, "ფენერბაჰჩეს" თვითმფრინავი მანჩესტერის ნაცვლად ("იუნაიტედს" ეთამაშებიან) ბუდაპეშტში დაეშვა. მიზეზი ისაა, რომ ჰაერში თვითმფრინავი ფრინველებს დაეჯახა და პილოტების კაბინის შუშა დაზიანდა. საბედნიეროდ, ფეხბურთელები არ დაშავებულან და დღეს "ოლდ ტრაფორდზე" ჟოზე მოურინიოს გუნდის წინააღმდეგ გავლენ.

რუნი და რეკორდი
ისევ ამ თამაშს დავუბრუნდეთ, უფრო სწორად, თამაშზეც ვთქვათ - "მანჩესტერი" და "ფენერბაჰჩე" ერთმანეთს 1996 წელს გადაეყარნენ და ელვირ ბოლიჩის გოლის წყალობით დამარცხდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა "წითელი ეშმაკები" საკუთარ სტადიონზე ევროთასებზე დამარცხდნენ. 8 წლის მერე უეინ რუნის სწორედ "ფენერთან" მატჩში ჰქონდა ევროდებიუტი და მან ჰეთ თრიკი შეასრულა!

ახლა რუნი 30 წლისაა და კლუბშიც და ნაკრებშიც პრობლემები აქვს. არადა, სულ ერთი გოლი აკლია და რუუდ ვან ნისტელროის რეკორდს გაიმეორებს ევროთასებზე - ჰოლანდიელი "მანჩესტერის" ბომბარდირია ევროთასებზე 38 გოლით. როგორც უკვე ვთქვით, რუნის "ფენერბაჰჩესთან" თამაში კარგად აქვს დაცდილი...

ტოტის ასეული, დე ბურის გასაჭირი
თუკი 40 წლის ფრანჩესკო ტოტი "აუსტრიასთან" მატჩში ითამაშებს, ეს მისთვის მე-100 შეხვედრა იქნება ევროთასებზე. სინიშა მიხააილოვიჩმა თქვა: "ტოტი იტალიის საუკეთესო ფეხბურთელია ბოლო 25 წელიწადში, ამიტომაც, ის ისევ თამაშობს".

ფრანკ დე ბურს აუცილებლად სჭირდება წარმატება "საუთჰემპტონთან" მატჩში, თორემ "ინტერში" მის სკამს ფეხი მოერყა. არადა, "საუთჰემპტონი იმ სამი კლუბიდან ერთ-ერთია (სხვები არიან: "ბეერ შევა" და "შახტარი"), რომელთაც ჯერ გოლი არ გაუშვიათ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ხუთშაბათი. 20 ოქტომბერი
A ჯგუფი
მანჩესტერი-ფენერბაჰჩე 23:05
ფეიენოორდი-ზორია 23:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. ფენერბაჰჩე 2 1 1 0 2-1 4
2. ფეიენოორდი 2 1 0 1 1-1 3
3. მანჩესტერი 2 1 0 1 1-1 3
4. ზორია 2 0 1 1 1-2 1

B ჯგუფი
ოლიმპიაკოსი-ასტანა 23:05
იანგ ბოისი-აპოელ 23:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. აპოელ 2 2 0 0 3-1 6
2. ოლიმპიაკოსი 2 1 0 1 1-1 3
3. იანგ ბოისი 2 0 1 1 0-1 1
4. ასტანა 2 0 1 1 1-2 1

C ჯგუფი
სტ. ეტიენი-გაბალა 23:05
მაინცი-ანდერლეხტი 23:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. ანდერლეხტი 2 1 1 0 4-2 4
2. მაინცი 2 1 1 0 4-3 4
3. სტ. ეტიენი 2 0 2 0 2-2 2
4. გაბალა 2 0 0 2 3-6 0

D ჯგუფი
დანდალკი-ზენიტი 23:05
ალკმაარი-მაკაბი 23:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. ზენიტი 2 2 0 0 9-3 6
2. დანდალკი 2 1 1 0 2-1 4
3. ალკმაარი 2 0 1 1 1-6 1
4. მაკაბი 2 0 0 2 3-5 0

E ჯგუფი
რომა-აუსტრია 23:05
პლზენი-ასტრა 23:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. რომა 2 1 1 0 5-1 4
2. აუსტრია 2 1 1 0 3-2 4
3. პლზენი 2 0 2 0 1-1 2
4. ასტრა 2 0 0 2 2-7 0

F ჯგუფი
გენკი-ბილბაო 23:05
რაპიდი-სასუოლო 23:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. გენკი 2 1 0 1 5-4 3
2. სასუოლო 2 1 0 1 4-3 3
3. რაპიდი 2 1 0 1 3-3 3
4. ბილბაო 2 1 0 1 1-3 3

G ჯგუფი
სელტა-აიაქსი 21:00
სტანდარდი-პანათინაიკოსი 21:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. აიაქსი 2 2 0 0 3-1 6
2. სელტა 2 1 1 0 3-1 4
3. სტანდარდი 2 0 1 1 1-2 1
4. პანათინაიკოსი 2 0 0 2 1-4 0

H ჯგუფი
შახტარი-გენტი 21:00
კონია-ბრაგა 21:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. შახტარი 2 2 0 0 3-0 6
2. გენტი 2 1 1 0 3-1 4
3. ბრაგა 2 0 1 1 1-3 1
4. კონია 2 0 0 2 0-3 0

I ჯგუფი
კრასნოდარი-შალკე 21:00
ზალცბურგი-ნიცა 21:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. კრასნოდარი 2 2 0 0 6-2 6
2. შალკე 2 2 0 0 4-1 6
3. ზალცბურგი 2 0 0 2 1-4 0
4. ნიცა 2 0 0 2 2-6 0

J ჯგუფი
ლიბერეცი-ფიორენტინა 21:00
ყარაბაღი-პაოკ 21:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. ფიორენტინა 2 1 1 0 5-1 4
2. პაოკ 2 1 1 0 2-1 4
3. ლიბერეცი 2 0 1 1 3-4 1
4. ყარაბაღი 2 0 1 1 3-7 1

K ჯგუფი
ბეერ შევა-სპარტა 21:00
ინტერი-საუთჰემპტონი 21:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. საუთჰემპტონი 2 1 1 0 3-0 4
2. ბეერ შევა 2 1 1 0 2-0 4
3. სპარტა 2 1 0 1 3-4 3
4. ინტერი 2 0 0 2 1-5 0

L ჯგუფი
სტიაუა-ციურიხი 21:00
ოსმანლი-ვილიარეალი 21:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. ვილიარეალი 2 1 1 0 3-2 4
2. ოსმანლი 2 1 0 1 3-2 3
3. ციურიხი 2 1 0 1 3-3 3
4. სტიაუა 2 0 1 1 1-3 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მანჩესტერი და ფენერბაჰჩე ერთმანეთს გადაეყარნენ და დამარცხდნენ :)))
გოჩა
15:49 20-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული