"ფენერბაჰჩეს" თვითმფრინავმა ფრინველებთან შეჯახების გამო ავარიული დაშვება განახორციელა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ფენერბაჰჩეს" თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, ავარიული დაშვება განახორციელა, რისი მიზეზიც ფრინველებთან შეჯახება გახდა. ამის შესახებ თურქული კლუბის პრესსამსახური იუწყება.

სტამბოლის გუნდი მანჩესტერში მიფრინავდა, სადაც 20 ოქტომბერს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის III ტურის შეხვედრა უნდა ჩაატაროს "მანჩესტერ იუნაიტედთან". მაგრამ, თვითმფრინავის მინის დაზიანების გამო, მისი დასმა ბუდაპეშტში გახდა საჭირო. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ფენერბაჰჩეში" აღნიშნავენ, რომ გულშემატკივრებს მშვიდად ყოფნა შეუძლიათ - მათი გუნდი "იუნაიტედთან" ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული