ცუდი სტატისტიკა: იურგენ კლოპს ფინალებში არ უმართლებს

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს ფინალებში არ უმართლებს.

კლოპის "ლივერპული" ევროპის ლიგის ფინალში "სევილიასთან" ანგარიშით 1:3 დამარცხდა, რაც გერმანელისთვის ბოლო 6 ფინალიდან მე-5 მარცხი გახდა.

- ლივერპული-სევილია 1:3 - ევროპალიგის "რეკორდმაისტერი" [VIDEO]

ადრე იურგენ კლოპმა ინგლისის თასის ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" პენალტების სერიაში წააგო; მანამდე, 2014/15 წლების სეზონში გერმანიის თასზე "ვოლფსბურგთან" - ანგარიშით 1:3; 2013/14 წლების სეზონში გერმანიის თასზე მიუნხენის "ბაიერნთნ" - ანგარიშით 0:2 და 2012/13 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" - 0:2.

ერთადერთი გამარჯვება კლოპმა გერმანიის სუპერთასზე 2014/15 წლების სეზონში
მოიპოვა, როცა მისმა "დორტმუნდმა" "ბაიერნი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული