ევროპალიგა. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩები: წითელი კოჭი ესპანურ ალყაში [VIDEO]

AutoSharing Option
* ევროპალიგის ფინალი ბაზელში 18 მაისს გაიმართება.
* "ლივერპული" და "სევილია" ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
* "სევილიას" ეს ტიტული ოთხჯერ აქვს მოპოვებული, "ლივერპულს" - სამჯერ.
* "სევილიას" შეუძლია ფინალში მოგებით, ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვოს.

ის, რომ საკლუბო სეზონის აპოგეის, ორი ფინალის ერთადერთი წარმომადგენელი მაინც არის არაესპანური კლუბი, იურგენ კლოპის დიდი დამსახურებაა. გერმანელმა სპეციალისტმა ნახევარ სეზონში ის მაინც მოახერხა, რომ რანგით მეორე ევროტურნირში "ლივერპული" ფინალში გაიყვანა.

ფინალი კი ბაზელშია - 18 მაისს კლოპის ბიჭებთან, რომლებიც მარტო არასოდეს რჩებიან - საქმის გარჩევა ევროპალიგის
შარშანწინდელსა და შარშანდელ ტრიუმფატორს, ერთი სიტყვით, შეჯიბრების მიმთვისებელ, "სევილიას" ელის.

"ენფილდზე" "ლივერპულს" 0:1 უნდა ამოექაჩა, მაგრამ მეტიც შეძლო. პირველ ტაიმში სტუმართა ავტოგოლს, მეორეში კიდევ ორი დაემატა დანიელ სტარიჯმა ვიქტორ რუისის გაძევებამდე გაიტანა, ხოლო ადამ ლალანამ, მას მერე - 3:0. "ლივერპული" ფინალში დამსახურებულად გავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დაძაბულობა და ბრძოლა მეორე წყვილშიც იყო - "შახტარი" არც "სანჩეს პისხუანზე" დანებდა "სევილიას". მართალია, კევინ გამეირომ ანგარიში გახსნა, მაგრამ ედუარდომ გაათანაბრა. მეორე ტაიმში "სევილიამ" გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა გამეირომ დუბლი შეასრულა, ხოლო ყოველგვარი კითხვის ნიშანი მარიანოს გოლმა მოსპო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სევილია-შახტარი 3:1 (2:2)
გოლები: 1:0 გამეირო (9), 1:1 ედუარდო (44), 2:1 გამეირო (47), 3:1 მარიანო (59)
სევილია (4-2-3-1): სორია - მარიანო, რამი, კარიშო, ტრემულინა (73. ესკუდერო) - კრიხოვიაკი, ნ'ზონზი - კოკე, ბანეგა (89. კრისტოფორო), ვიტოლო - გამეირო (82. იბორა)
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, ისმაილი - მალიშევი, სტეპანენკო - მარლოში (84. ველინგტონი), კოვალენკო, ტაისონი (76. ბერნარდი) - ედუარდო (84. დენტინიო)

ლივერპული-ვილიარეალი 3:0 (0:1)
გოლები: 1:0 ბრუნო (7 ს. კ.), 2:0 სტარიჯი (63), 3:0 ლალანა (81)
ლივერპული (4-1-2-3): მინოლე - კლაინი, კ. ტურე, ლოვრენი, მორენო - ჯანი - ლალანა, მილნერი - კოუტინიო (82. ალენი), სტარიჯი (92. ლ. ლეივა), ფირმინო (89. ბენტეკე)
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო გასპარი, მუსაჩო, რუისი, ხ. კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი (73. ბონერა), პინა (60. ტრიგეროსი), ბრუნო სორიანო, დ. სუარესი - სოლდადო (68. ა. ლოპესი), ბაკამბუ
გაძევება: რუისი (71)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ ლივერპული იყო ზუსტად დინამოსთან თამაშის რომ შეეშინდა 81ში.არამგონია რეალს როდესმე დაეწიოს
guro
16:54 06-05-2016
0
იმედია ეს ნახევრად გიჟი გერმანელი აღადგენს იმ ისტორიულ სამართლიანობას რაც ამ ბოლო წლებში ინგლისში ხდება და ევროპული ფეხბურთის ლეგენდა "ლივერპული" იქნება წამყვანი კლუბი ინგლისში და არა უსახელო ფულის ტომრები. "ჩელსი", "სიტი" და ამისთანები. სირცხვილიც კი არის როცა გუნდი რომელიც უბრალოდ ტანკივით გადი-გადმოდიოდა ევროპის და მსოფლიო საკლუბო გუნდების თავზე დღეს ასე უსახელოდ იღვწოდეს თვით ინგლისშიც კი. მაშინ მხოლოდ "ლივერპული" იყო გრანდი რომლის შიშითაც აჟრიალებდა ნებისმიერ ე. წ. "გრანდს". რომ არა ვაი გულშემატკივრების ღალატი დღეს "ლივერპული" მადრიდის "რეალზე" მაღლაც იქნებოდა ტიტულებით.
........
12:42 06-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული