ევროპის ლიგის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
5 მაისს ევროპის ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

"ენფილდზე" "ლივერპულმა" "ვილიარეალს" უმასპინძლა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. პირველი გოლი მეტოქე გუნდის ფეხბურთელის ბრუნო სორიანოს ანგარიშზე ჩაიწერა. 63-ე წუთზე კი დანიელ სტარიჯმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში შეხვედრაში ადამ ლალანამ დააფიქსირა. შესაბამისად ფინალში "ლივერპული" გავიდა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "ვილიარელმა" ანგარიშით 1:0 მოიგო.

მეორე მატჩში "სევილიამ" დონეცკის "შახტარი" მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მე-9 წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. გოლის ავტორი კევინ გამეირომ გახდა. 44-ე წუთზე ედუარდომ გაათანაბრა. თუმცა უკვე 47-ე წუთზე
გამეირომ დუბლი მიითვალა. საბოლოო ანგარიში 59-ე წუთზე მარიანომ დაფიქსირა. ევროპის ლიგის მეორე ფინალისტი სწორედ "სევილია" გახდა. პირველი მატჩი გუნდებს შორის ანგარიშით 2:2 დასრულდა.

გამომდინარე აქედან ევროპის ლიგის ფინალში ერთმანეთს "ლივერპული" და "სევილია" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული