ევროტურნირები

ევროპის ლიგა

"ცხინვალმა" ევროთასებზე დებიუტი რუმინული ფრით აღნიშნა

AutoSharing Option
2 ივლისს, ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "ცხინვალი" რუმინულ "ბოტოშანის" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა.

21-ე წუთზე ანგარიში პეტრე-დანიელ ივანოვიჩიმ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში (46-ე წუთზე) გიგაურის პასით, ნიკა კაჭარავამ გაათანაბრა.

ამის შემდეგ კახა კაჭარავას გუნდმა შეძლო ანგარიშის შენარჩუნება, რუმინელთა დიდი უპირატესობის მიუხედავად. დიდებულად ითამაშა მეკარე გიორგი ნადირაძემ.

ბოტოშანი-ცხინვალი 1:1
ცხინვალი: ნადირაძე - ცერცვაძე, კაკუბავა, კილასონია, ბაჩიაშვილი - ქარდავა, გიგაური (77. ბურძენაძე), ლეკვთაძე (63. შულაია) - ივანიშვილი (89. კაჭკაჭიშვილი), კაჭარავა, ცაცკრიალაშვილი

9 ივლისს საპასუხო მატჩი თბილისში გაიმართება.