იგორ ტუდორი: ორი მატჩის ჯამში "ჰაიდუკი" უკეთესად გამოიყურებოდა

AutoSharing Option
სპლიტის "ჰაიდუკის" მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა გორის "დილასთან" (0:1) ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ვულოცავ "დილას" ევროპის ლიგის პლეი ოფში გასვლას. რა თქმა უნდა, მთავარი შედეგია, თუმცა ჩემი აზრით ორივე მატჩის ჯამში "ჰაიდუკი" უკეთესად გამოიყურებოდა",
- თქვა ტუდორმა.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა გუნდმა ხორვატიაშიც იგივე ანგარიშით გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ 2013/14 წლების სეზონის ევროპის ლიგის გათამაშებაში "დილას" საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია.

გიორგი დევდარიანის გუნდის მეტოქის ვინაობა პლეი ოფში 9 აგვისტოს გახდება ცნობილი.

ასევე იხილეთ:
გორის "დილა"
ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ოე ტუდორ... ხელი მოისვი აბა :D
PARFIUMER
10:52 09-08-2013
0
ეგეთ ადამიანებს ჰქვიათ ***!
lasha
10:39 09-08-2013
0

სიახლეები პოპულარული