შესაძლებელია! - რა გუნდია საჩხერის "ჩიხურას" მეტოქე "ალტახი"

AutoSharing Option
19 ივნისს, შვეიცარიულ ნიონში, ევროპული ფეხბურთის სახლში გაიმართა ჩემპიონთა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა. თავიანთ მეტოქეებს ელოდნენ ქართული კლუბებიც: ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედია", ხოლო ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე - ქუთაისის "ტორპედო", ბათუმის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა"...

- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა
-da-ii-sakvalifikacio-etapebis-tsilisyra.html" target="_blank">- ევროპალიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონ საჩხერის "ჩიხურას" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქედ ავსტრიული "ალტახი" ჰყავს. საჩხერელები პირველ მატჩს 29 ივნისს, თბილისში, "დინამო არენაზე" გამართავენ, საპასუხოს კი - 6 ივლისს. ამ წყვილში გამარჯვებულს მეტოქედ ბრესტის (ბელორუსი) "დინამო" ეყოლება.

ალტახი
ავსტრია
დაარსდა 1929 წელს
სტადიონი: "შნაბელჰორცი" (8 500)
მწვრთნელი: კლაუს შმიდტი

არცთუ კარგ ფორმაში მყოფ "ჩიხურას" მეტოქედ ავსტრიული "ალტახი" ერგო - ძალიან დისციპლინირებული და აწყობილი გუნდი. რა თქმა უნდა, წყვილში ფავორიტი მეტოქეა, მაგრამ ამ ბარიერის დაძლევა შესაძლებელია. "ჩიხურა" მეტოქეზე არანაკლებ გამოცდილია და ევროთასებზე პატარა წარმატებისთვისაც გაუსინჯავს გემოც.

"ალტახის" მთავარი მწვრთნელი ადგილობრივი სპეციალისტი კლაუს შმიდტია. აქამდე მას რომელიმე განსაკუთრებულად ცნობილ კლუბში არ უმუშავია.

Sportall.Ge

"ჩიხურას" მეტოქეს სულ ოთხი ლეგიონერი ჰყავს. "ალტახის" ერთ-ერთ ლიდერად კამერუნის ნაკრების წევრი, 23 წლის ნახევარმცველი მუმი ნგამალე ეროვნულ გუნდს კონფედერაციათა თასზე ახლავს.

მეორე კამერუნელი, 29 წლის ლუის მაჰოპი, თავის დროზე "ზალცბურგში" ირჯებოდა, 2012 წელს კი გერმანული "კარლსრუედან" მივიდა "ალტახში". სხვათა შორის, 2007 წელს მან ერთი მატჩი... მიუნხენის "ბაიერნის" ძირითადი გუნდის შემადგენლობაშიც ჩაატარა.

ბრაზილიელუ ლუკას გალვაო ნახევარდაცვაში ცოტას თამაშობს. ძირითადად, თადარიგშია შვეიცარიელი შუახაზელი გაბრიელ ლუხინგერი.

გუნდის ლეგენდად ითვლება 36 წლის ფორვარდი ჰანს აიგნერი. 2012 წლიდან მან ამ გუნდის მაისურით 117 მატჩი ითამაშა და 62 გოლი შეაგდო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფორმაში რომ ვიყოთ, კიდევ იქნებოდა იმედი. მაგრამ ასეთ ჩიხურას ყველა მოუგებს.
haha
13:10 21-06-2017
0
წინასწარ იმედებს ნუ ჩაუსახავთ ხალხს ჯობია უარესისთვის ემზადო რადგან არც ცუდი დაგწყვიტავს გულს და კარგი უფრო გაგეხარდება
geno
11:06 21-06-2017
0

სიახლეები პოპულარული