ევროპალიგის კენჭისყრა: ბათუმის "დინამოს" 5 სავარაუდო მეტოქე

AutoSharing Option
დღეს, 19 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართება.

- დღეს ევროთასების კენჭისყრაა - "სამტრედიის" 5 სავარაუდო მეტოქე

ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ასპარეზობას იწყებს გარდამავალი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ბათუმის "დინამო".

ბათუმელთა სავარაუდო მეტოქეთა რიცხვი 5-მდე შემცირდა: "ორდაბასი" (ყაზახეთი), "ვიდეოტონი" (უნგრეთი), "ბოტევი" (ბულგარეთი), "იაგელონია" (პოლონეთი) და "სლოვანი" (სლოვაკეთი).

ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ნიონში თბილისის დროით 15:00 სთ-დან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული