ევროპალიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: ორი ნახევარფინალი, ორი ფავორიტი

AutoSharing Option
დღეს ლიონსა და მანჩესტერში ევროპალიგის 2016/17 წლების სეზონის ორი ფინალისტის ვინაობა გაირკვევა. შვედური ფინალის მონაწილეები კი თითქმის ცნობილია...

"ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" "სელტას" მასპინძლობს და ვიგოში მიღებული ერთგოლიანი უპირატესობა აქვს, ხოლო ლიონში, "ოლიმპიკ პარკზე" ფრანგულმა კლუბმა სასწაული უნდა მოახდინოს, თუ სურს ფინალში ის გავიდეს და არა ამსტერდამის "აიაქსი".

პირველი შეხვედრა "იოჰან კრუიფ არენაზე" ახალგაზრდულმა ჰოლანდიურმა გუნდმა 4:1 მოიგო.
გავეცნოთ ოთხივე გუნდის მწვრთნელთა კომენტარებს:

ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი): "ტიტულები ძალიან მნიშვნელოვანია კლუბებისთვის და ძალზე მნიშვნელოვანია ევროთასების ფინალში თამაში. ძალიან მნიშვნელოვანია, იბრძოლო იმ
ერთადერთი ტიტულისათვის, რომელიც კლუბს ჯერ არ მოუგია. ფეხბურთელთა ამ ჯგუფისათვის ეს იქნება პირველი ევროპული წარმატება. ძალიან მაგრად ვიბრძოლებთ. აქამდე დიდი ბრძოლებით მოვედით, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ".

ედუარდო ბერიცო (სელტა): "ველი, რომ "იუნატედი" მოგებაზე ითამაშებს. ეს იქნება უდიდესი ტესტი ჩვენთვის. აუცილებლად მხოლოდ საკუთარ თამაშზე უნდა ვიზრუნოთ და არ დავკარგოთ კონცენტრაცია".

ბრუნო ჟენეზიო (ლიონი): "ცუდად ვითამაშეთ პირველ მატჩში, მაგრამ ჯერ მხოლოდ ნახევარი დუელია დასრულებული. კიდევ გვაქვს შანსი, გავიდეთ ფინალში. ერთმანეთში ბევრი ვილაპარაკეთ, უნდა ვაჩვენოთ მოედანზე, რაც შეგვიძლია. ჩვენ ოლიმპიურ პარკზე მართლა შეგვიძლია საჭირო რაოდენობის გოლების გატანა. ლაკაზეტი ითამაშებს, ის ჯანზეა და ეს ბევრს ცვლის".

პეტერ ბოში (აიაქსი): "არ გავაკეთებ არჩევანს - გატანაზე ვითამაშებთ თუ გოლის არგაშვებაზე. ჩვენი მიზანი იქნება, არ გავუშვათ და თან გავიტანოთ გოლები. ეს უკვე მე-18 მატჩია ამ სეზონში ჩვენთვის ევროთასებზე, ამიტომაც ამ ახალგაზრდულმა გუნდმა უკვე საკმარისი გამოცდილება დააგროვა. ჩვენ უნდა შევძლოთ სტუმრადაც ისეთი შემართებით თამაში, როგორც ამას ამსტერდამში ვაკეთებთ".

ხუთშაბათი. 11 მაისი
მანჩესტერი-სელტა 23:05 (1:0)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შოუ, იბრაჰიმოვიჩი, როხო - როსი, პლანასი
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): რომერო - ვალენსია, ბაილი, ბლინდი, დარმიანი - ფელაინი, ერერა, პოგბა - ლინგარდი, რაშფორდი, მხითარიანი
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, რონკალია, ხონი - რადოია, პ. ერნანდესი - ვასი, ასპასი, სისტო - გუიდეტი
ურთიერთშეხვედრები: 1 თამაში: +1=0-1 (1:0)
მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)

ლიონი-აიაქსი 23:05 (1:4)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - სინკგრავენი
სავარაუდო შემადგენლობები
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ჟალე, ნკულუ, დიაქაბი, მორელი - ტუსარი, გონალონი - კორნე, ტოლისო, ვალბუენა - ლაკაზეტი
აიაქსი (4-3-3): ონანა - ვერხევერი, სანჩესი, დე ლიხტი, ფელტმანი - კლაასენი, შიონი, ზიეხი - ტრაორე, დოლბერგი, იუნესი
ურთიერთშეხვედრები: 5 თამაში: +0=2-3 (2:8)
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული