ევროპალიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: სოლნამდე შორი აღარ არის

AutoSharing Option
* ევროპალიგის 1/4-ფინალის წილისყრა 17 მარტს ნიონში გაიმართება.

დღეს ევროპალიგაზე რვავე მეოთხედფინალისტის ვინაობას გავიგებთ. თითქმის ყველგან დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი, თუმცა ბელგიურ კლუბებს, "გენკსა" და "ანდერლეხტს" მეოთხედფინალში ცალი ფეხი უკვე შედგმული აქვთ.

24 მაისს სტოკჰოლმის გარეუბან სოლნაში ჩვენ ევროპალიგის მორიგი გამარჯვებულის ვინაობას გავიგებთ, რომელიც 2014 წლის მერე პირველად არ იქნება "სევილია". ანდალუსიურმა კლუბმა ამჯერად, ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა, სადაც მონაწილეობა ამ დღეებში დაასრულა. ბოლო გუნდი, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო ("სევილიის" გარდა), რაფა ბენიტესის "ჩელსი" იყო.

პარასკევს, როცა ნიონში ევროპალიგის (როგორც ჩემპიონთა ლიგის)
მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება, დაიწყება ბილეთების გაყიდვა ფინალის "ფრენდს არენაზე", რომელიც 48 ათას ადამიანს იტევს. ბილეთების ფასი 45-150 ევროს ფარგლებში იქნება.

გლადბახი-შალკე
* "გლადბახმა" მოიგო 7-ვე საშინაო დაპირისპირება გერმანულ კლუბებთან ევროთასებზე.
* "შალკე" ევროპალიგის მეოთხედფინალში ბოლოს 2012 წელს გავიდა.
* "გლადბახი" ევროთასების მეოთხედფინალში არ ყოფილა 1996 წლის მერე, როცა გუნდმა ევროპის თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალში ითამაშა.

მანჩესტერი-როსტოვი
* "როსტოვი" ოფიციალური მატჩის გასამართავად პირველად გაემგზავრა ინგლისში.
* "იუნაიტედს" "ოლდ ტრაფორდზე" რუსულ კლუბებთან არ წაუგია - 1 მოგება, 3 ფრე.
* ამ სეზონში "იუნაიტედმა" ევროპალიგაზე ყველა საშინაო მატჩი მოიგო (4) და ჯამში 12 გოლი გაიტანა.

ანდერლეხტი-აპოელ
* ბელგიურმა კლუბმა მოიგო ოთხივე დაპირისპირება კვიპროსულ მეტოქეებთან.
* აპოელ-ს არასოდეს მოუგია ბელგიაში.
* ევროთასებზე "ანდერლეხტმა" ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო.

რომა-ლიონი
* ეს გუნდები ერთმანეთს 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეხვდნენ. რომში 0:0-ის შემდეგ იტალიურმა კლუბმა საფრანგეთში 2:0 იმარჯვა.
* "რომა" ფრანგულ კლუბებს "ოლიმპიკოზე" 5-ჯერ შეხვდა - 2-ჯერ მოუგო, 3-ჯერ კი დაუზავდა.

აიაქსი-კოპენჰაგენი
* "კოპენჰაგენმა" ორჯერ ითამაშა "ამსტერდამ არენაზე" და ორივეჯერ მოიგო.
* "აიაქსი" 1998 წლის მერე არ გასულა მეოთხედფინალში.
* კლუბები ერთმანეთს მეექვსედ ეთამაშებიან, "კოპენჰაგენის" უპირატესობა აშკარაა - 3 მოგება 1 წაგების წილ.

ბეშიქთაში-ოლიმპიაკოსი
* "ბეშიქთაში" სამჯერ ეთამაშა ევროთასებზე ბერძნულ კლუბებს და სამჯერვე დაუზავდა.
* "ოლიმპიაკოსის" სტატისტიკა თურქეთში ასეთია - 1 მოგება, 2 წაგება.

გენკი-გენტი
* ეს მხოლოდ მეორე სრულიად ბელგიური დაპირისპირებაა ევროთასების ისტორიაში.
* "გენკი" ევროთასების მერვედფინალურ ეტაპებზე პირველად თამაშობს.
* "გენტმა" შარშან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გააღწია.

კრასნოდარი-სელტა
* რუსულმა კლუბმა ამ სეზონში ევროპალიგაზე 4 მატჩი მოიგო, თითო კი წააგო და ფრედ დაასრულა.
* "სელტამ" ბოლო ორი საგარეო მატჩი ევროთასებზე ერთნაირი ანგარიშით, 2:0 მოიგო.

ხუთშაბათი. 15 მარტი
ბეშიქთაში-ოლიმპიაკოსი 22:00 (1:1)
დისკვალიფიკაცია: არსლანი - ბ. ვიანა

გენკი-გენტი 22:00 (5:2)
დისკვალიფიკაცია: - ესიტი

კრასნოდარი-სელტა 22:00 (1:2)
დისკვალიფიკაცია: არავინ

აიაქსი-კოპენჰაგენი 00:05 (1:2)
დისკვალიფიკაცია: კლაასენი - მ. იორგენსენი

ანდერლეხტი-აპოელ 00:05 (1:0)
დისკვალიფიკაცია: - ნუნუ მორაიში

რომა-ლიონი 00:05 (2:4)
დისკვალიფიკაცია: არავინ

გლადბახი-შალკე 00:05 (1:1)
დისკვალიფიკაცია: არავინ

მანჩესტერი-როსტოვი 00:05 (1:1)
დისკვალიფიკაცია: - გაცკანი, კალაჩევი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული