ევროპალიგა. 1/8-ფინალი. I მატჩები: ჩამოხვალთ თქვენც "ოლდ ტრაფორდზე" [VIDEO]

AutoSharing Option
წუხელ ევროპალიგის I მერვედფინალური მატჩები გაიმართა.

ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედი" რუსეთს ეწვია და 1:1 დაუზავდა "როსტოვს". ვფიქრობთ, ინგლისელებს ეს ანგარიში დააკმაყოფილებდათ, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში მათ გახსნეს - ეს სომეხმა ჰენრიხ მხითარიანმა გააკეთა.

რუსთა საპასუხო გოლი ლამაზი გამოდგა, შესანიშნავი პასი ალექსანდრ ბუხაროვმა შეირგო, ბურთი მკერდით მიიღო და სერხიო რომეროს კარი დალაშქრა. ეს ანგარიში "ოლდ ტრაფორდზე" მოურინიოს გუნდს აშკარა ფავორიტს ხდის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"კოპენჰაგენმა" "აიაქსს" მეექვსე თ
ამაშიდან მესამე მოუგო, მაგრამ დოლბერგის გოლი "ამსტერდამ არენის" ბინადრებს კარგ შანსს უტოვებს. "ანდერლეხტმა" პირველმა მოახერხა ამ სეზონში აპოელ-ის დამარცხება მისსავე მოედანზე - 1:0.

მთავარი დაპირისპირება საფრანგეთში იყო, სადაც "ლიონი" ჯერ უგებდა "რომას", შემდეგ აგებდა და ბოლოს მაინც მოუგო, თანაც, საკმაოდ დამაჯერებლად - მატჩის ბოლო წუთზე გუნდის საუკეთესო მეგოლე ალექსანდრ ლაკაზეტმა ანგარიშს საბოლოო წერტილი დაუსვა - 4:2. მიუხედავად ამისა, ჯერ ლუჩანო სპალეტის "რომას" ნუ ჩამოვწერთ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვიგოში "სელტამ" "კრასნოდარი" 2:1 დაამარცხა და ყველაფერი რუსეთში გადაწყდება. "ოლიმპიაკოსმა" ვერ შეძლო შინ "ბეშიქთაშის" დამარცხება და ახლა წყვილის ფავორიტი უკვე თურქული კლუბია, რომელიც სტამბოლში უმასპინძლებს ბერძნულ გრანდს.

ორი დაპირისპირება თანამემამულეთა შორის შედგა. თუკი "შალკე" და "გლადბახი" საპასუხო მატჩში გაარკვევენ გამარჯვებულის ვინაობას, "გენტისა" და "გენკის" ჯახში თითქმის ყველაფერი გაირკვა, რადგან "გენკმა" სტუმრად 5:2 მოიგო სრულიად ბელგიურ დაპირისპირებაში.

აპოელ-ანდერლეხტი 0:1
გოლი: 0:1 სტანჩიუ (29)

კოპენჰაგენი-აიაქსი 2:1
გოლები: 1:0 ფალკი (1), 1:1 დოლბერგი (32), 2:1 კორნელიუსი (59)

როსტოვი-მანჩესტერი 1:1
გოლები: 0:1 მხითარიანი (35), 1:1 ბუხაროვი (53)

სელტა-კრასნოდარი 2:1
გოლები: 1:0 ვასი (50), 1:1 კლესონი (56), 2:1 ბოვიუ (90)

გენტი-გენკი 2:5
გოლები: 0:1 მალინოვსკი (21), 1:1 კალუ (27), 1:2 კოლი (33), 1:3 სამატა (41), 1:4 ურონენი (45), 2:4 კულიბალი (61), 2:5 სამატრა (72)
გამოუყენებელი პენალტი: პერბე (67. გენტი)
გაძევება: ესიტი (84)

ლიონი-რომა 4:2
გოლები: 1:0 დიაკაბი (8), 1:1 სალაჰი (20), 1:2 ფასიო (33), 2:2 ტოლისო (47), 3:2 ფეკირი (74), 4:2 ლაკაზეტი (92)

ოლიმპიაკოსი-ბეშიქთაში 1:1
გოლები: 1:0 კამბიასო (36), 1:1 აბუბაქარი (53)

შალკე-გლადბახი 1:1
გოლები: 0:1 ჰოფმანი (15), 1:1 ბურგშტალერი (25)

საპასუხო მატჩები 16 მარტს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
MANCHESTERI,BESHIQTASHI,GLADBAXI,KRASNODARI,GENKI,ROMA,ANDERLEXTI AI ES GUNDEBI GAVLEN SHEMDEG ETAPZE..
euhhh
15:48 10-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული