ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი: სამი მერვედფინალისტი ცნობილია [VIDEO]

AutoSharing Option
22 თებერვალს ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის სამი საპასუხო მატჩი გაიმართა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "სტ ეტიენს" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი მე-17 წუთზე ჰენრიხ მხითარიანი გახდა. აღსანიშნავია, რომ 63-ე წუთზე "წითელ ეშმაკებს" ერიკ ბეილი გაუძევეს. პირველი მატჩი "იუნაიტედს" ანგარიშით 3:0 ჰქონდა მოგებული. შესაბამისად, საერთო ჯამში, ინგლისელებმა მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"შალკესა" და პაოკ-ს შორის მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. 23-ე წუთზე "შალკე" წინ ალესანდრე შოთმა გაიყვანა. 25-ე წუთზე კი მატია ნასტასიჩმა საკუთარ კარში
გაიტანა. ორი მატჩის ჯამში (4:1) მერვედფინალის საგზური გერმანელებმა მოიპოვეს.

შემდეგ ეტაპზე გავიდა ასევე თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი", რომელიც თურქეთში "ფენერბაჰჩეს" ანგარიშით 1:1 დაუზავდა. მე-7 წუთზე ფედორ სმოლოვმა რუსები დააწინაურა, ხოლო 41-ე წუთზე სოუზამ გაათანაბრა. პირველი მატჩი კრასნოდარელებს ანგარიშით 1:0 ჰქონდათ მოგებული.

შეგახსენებთ, რომ "კრასნოდარს" თორნიკე ოქრიაშვილი ევროპა ლიგის განაცხადში არ ჰყავს შეყვანილი.

- რატომ არ შეიყვანა "კრასნოდარმა" თორნიკე ოქრიაშვილი ევროპალიგის განაცხადში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული