სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
ევროპალიგა. 1/16-ფინალი. I მატჩები: ვაკომ "აიაქსს" ვეღარ გაუტანა [VIDEO]
AutoSharing Option
10:15 17-02-2017
ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ ვაკო ყაზაიშვილმა კარიერაში მე-4 გოლი ვეღარ გაიტანა. ჩვენებური 59-ე წუთზე ძირითად შემადგენლობაში იყო, შემდეგ კი მწვრთნელმა მაგიერამ იგი გილერმეთი ჩაანაცვლა. "ლეგიამ" ვერაფერი მოუხერხა "აიაქსს", ვერც მას მერე, რაც სტუმრები 10 კაცის ამარა დარჩნენ - 0:0. ამ დღეს ჰეთ თრიკით გამოირჩნენ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ედინ ჯეკო.

ევროპალიგის პლეი ოფის 16 წყვილიდან 8-9-ზე თავისუფლად შეიძლება თქმა, რომ თითქმის ყველაფერი გადაწყდა, დანარჩენებში კი ერთ კვირაში დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი.

ყველაზე ადრე "კრასნოდარისა" და "ფენერბაჰჩეს" მატჩი გაიმართა, რომელიც რუსულმა გუნდმა მინიმალური სხვაობით მოიგო. ვიქტორ კლასონმა თავურით ჯერ კიდევ მე-4 წუთზე გახსნა ანგარიში. დიკ ადვოკაატს დისკვალიფიცირებული მარტინ შკრტელი აკლდა. მოგეხსენებათ, თორნიკე ოქრიაშვილი ევროპალიგის განაცხადში არ შეიყვანეს, ასე რომ, "კრასნოდარი" ევროპალიგაზე ნაკლებად გვაინტერესებს.

"როსტოვმა" 4:0 გაანადგურა პრაღის "სპარტა", ამის მიზეზი კი ძირითადად ის არის, რომ 32-ე წუთზე ჩეხური გუნდი 10 კაცის ამარა დარჩა, ტემოკო კონატემ ძალიან იუხეშა.

ვიგოში ძალიან მოსაწყენ მატჩში "შახტარმა" არგენტინელი გუსტავო ბლანკოს სადებიუტო გოლის წყალობით "სელტა" დაამარცხა - 1:0 და ახლა დაპირისპირების აშკარა ფავორიტია.

"ლიონმა", ალბათ, გადაწყვიტა დუელის ბედი, მას მერე, რაც "ალკმაარს" სტუმრად 4:1 მოუგო. ამ მატჩში დუბლი შეასრულა ალექსანდრ ლაკაზეტმა. "ფიორენტინამ" სტუმრად 1:0 მოუგო "გლადბახს". ამ შეხვედრაში ულამაზესი ჯარიმა გაიტანა ფედერიკო ბერნარდესკიმ. "გენტმა" შინ მოულოდნელად მოუგო "ტოტენჰემს" - 1:0.

"რომა", ფაქტობრივად შემდეგ ეტაპზეა, არადა, "ვილიარეალი" ჰყავდა მეტოქედ, მაგრამ სპალეტის გუნდმა სტუმრად 4:0 იმარჯვა, ედინ ჯეკომ სამი გოლი გაიტანა და ვალენსიელთა დაცვა მოანგრია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნაკლები დღე არც ზლატანმა აყარა "სენტ ეტიენს", მატჩში, რომელშიც ძმებმა პოგბებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს, ჟოზე მოურინიომ ზლატანის ჰეთ თრიკის წყალობით, ფაქტობრივად დაასრულა ყველაფერი - 3:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"შალკემ" საბერძნეთში ასეთივე ანგარიშით მოუგო პაოკ-ს. ერთი გოლი კლაას ჰუნტელაარის ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბილბაომ" კვიპროსულ აპოელ-ს დამაჯერებლად ვერ მოუგო (3:2) და ახლა ყველაფერი კუნძულზე გადაწყდება.

ბელგიულმა "ანდერლეხტმა" ფრანკ აჩეამპონგის დუბლის წყალობით "ზენიტი" დაამარცხა და საპასუხო მატჩის წინ კარგი ფორა დაიბევა.

კრასნოდარი-ფენერბაჰჩე 1:0
გოლი: კლასონი (4)

ასტრა-გენკი 2:2
გოლები: 0:1 კასტანი (25), 1:1 ბუდესკუ (43), 1:2 ტროსარი (83), 2:2 სეტო (90)

ალკმაარი-ლიონი 1:4
გოლები: 0:1 ტუსარი (26), 0:2 ლაკაზეტი (45), 0:3 ლაკაზეტი (57), 1:3 ჯაჰანბახში (68-პენ), 1:4 ფერი (94)

გლადბახი-ფიორენტინა 0:1
გოლი: 0:1 ბერნარდესკი (44)

სელტა-შახტარი 0:1
გოლი: 0:1 ბლანკო (27)

როსტოვი-სპარტა 4:0
გოლები: 1:0 მევლია (15), 2:0 პოლოზი (38), 3:0 ნობოა (40), 4:0 აზმუნი (68)
გაძევება: კონატე (32. სპარტა)

გენტი-ტოტენჰემი 1:0
გოლი: 1:0 პერბე (59)

ლუდოგორეცი-კოპენჰაგენი 1:2
გოლები: 0:1 ანისეტი (2 ს. კ.), 0:2 ტუტუ (53), 1:2 კერესუ (81)
გაძევება: გრეგუსი (96. კოპენჰაგენი)

ოლიმპიაკოსი-ოსმანლი 0:0
გაძევება: ბ. ვიანა (74. ოლიმპიაკოსი)

ანდერლეხტი-ზენიტი 2:0
გოლები: 1:0 აჩეამპონგი (5), 2:0 აჩეამპონგი (31)

ბილბაო-აპოელ 3:2
გოლები: 0:1 ეფრემი (36), 1:1 ეფრემი (38 ს. კ.), 2:1 ადურისი (61), 3:1 ვილიამსი (72), 3:2 იანიოტასი (89)

ბეერ შევა-ბეშიქთაში 1:3
გოლები: 0:1 უილიამი (42 ს. კ.), 1:1 ბარდა (44), 1:2 თოსუნი (60), 1:3 ბაბელი (94)

ლეგია-აიაქსი 0:0
გაძევება: ტეტე (84. აიაქსი)

მანჩესტერი-სტ. ეტიენი 3:0
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (15), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (75), 3:0 იბრაჰიმოვიჩი (88-პენ)

პაოკ-შალკე 0:3
გოლები: 0:1 ბურგშტალერი (27), 0:2 მ. მაიერი (82), 0:3 ჰუნტელაარი (90)

ვილიარეალი-რომა 0:4
გოლები: 0:1 ემერსონი (32), 0:2 ჯეკო (65), 0:3 ჯეკო (79), 0:4 ჯეკო (86)

საპასუხო მატჩები 22 და 23 თებერვალს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
xxx
03:24 18-02-2017
რომას მოგება გამიხარდა ევროპის ლიგა და სერია ა რომას
გიორგი ვარშავიდან
13:04 17-02-2017
22 წელიწადია ვადევნებ თვალს პოლონეთის ჩემპიონატს,ვარშავაში ვცხოვრობ, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენების მონაწილეობით. გუშინ რაც კაზაიშვილმა აჩვენა უბრალოთ ქართული ფეხბურთის ანტირეკლამა იყო.ამ ბიჭს ყველაფერი აქვს რაც თანამედროვე ფეხბურთელს უნდა ქონდეს: ტექნიკა , სისწრაფე...მე მგონი შელოცვა უნდა ძალიან დაბნეულია, არ ვიცი რა დაემართა ეშინია ამ პოლონელების თუ რა ჭირს...