სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
ევროპალიგა. 1/16-ფინალი: იბრაჰიმოვიჩისა და ჯეკოს ჰეთ თრიქები
AutoSharing Option
02:05 17-02-2017
16 თებერვალს ევროპალიგის პირველი 1/16-ფინალური მატჩები გაიმართა.

ვაკო ყაზაიშვილის "ლეგიამ" ამსტერდამის "აიაქსი" მიიღო. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 0:0 დასრულდა. ყაზაიშვილმა მოედანი 59-ე წუთზე დატოვა, მის ნაცვლად გილერმე შემოვიდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე "სტ. ეტიენს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჰეთ თრიქი შეასრულა.

"რომამ" სტუმრად "ვილიარეალი" ანგარიშით 4:0 გაანადგურა. ჰეთ თრიქით ედინ ჯეკო გამოირჩა, ერთი გოლი ემერსონმა გაიტანა.

ევროპალიგა. 1/16 ფინალი. I მატჩები
კრასნოდარი-ფენერბაჰჩე 1:0
ოლიმპიაკოსი-ოსმანლისფორი 0:0
ლუდოგორეცი-კოპენჰაგენი 1:2
გენტი-ტოტენჰემი 1:0
როსტოვი-სპარტა 4:0
სელტა-შახტარი 0:1
ბორუსია (გ)-ფიორენტინა 0:1
ალკმაარი-ლიონი 1:4
ასტრა-გენკი 2:2
ვილიარეალი-რომა 0:4
პაოკ-შალკე 0:3
მანჩესტერ იუნაიტედი-სტ. ეტიენი 3:0
ლეგია-აიაქსი 0:0
ბეერ შევა-ბეშიქთაში 1:3
ბილბაო-აპოელი 3:2
ანდერლეხტი-ზენიტი 2:0
xxx
03:35 18-02-2017
რომა მანჩესტერი კარგი იქნებოდა 1/8 ფინალში დაჩაჩანაკებულ მანჩენსტერს ატირებდა ბებერი სირაქლემა ზლატანს აპანპულავებნენ