"სევილიას" სპორტული დირექტორი: ვიზეიმეთ თუ რა "ლესტერთან" დაწყვილება? - ხუმრობთ?

AutoSharing Option
"სევილიას" სპორტული დირექტორი რამონ როდრიგეს მონჩი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ლესტერთან" მოხვედრას აფასებს.

- ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური წყვილები ცნობილია

"ვიზეიმეთ თუ რა "ლესტერთან" დაწყვილება? - ხუმრობთ? - ჩვენ წინააღმდეგ ინგლისის ჩემპიონი ითამაშებს, გუნდი, რომელმაც პრემიერლიგის ბოლო ტურში "მანჩესტერ სიტის" 4 გოლი გაუტანა. ურთულესი მატჩების მოლოდინში ვარ, შანსები კი თანაბრად უნდა შევაფასო. "ლესტერი" შესანიშნავი გუნდია, რომლის დასამარცხებლადაც მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო", - განაცხადა მონჩიმ.

- საინტერესო ფაქტები ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ წყვილებზე

"სევილია"-"ლესტერის" პირველი მატჩი 22 თებერვალს, ხოლო საპასუხო 14 მარტს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლესტერი წელს ლიგის ფინალშია
Benzmersedes
12:52 14-02-2017
0
ლესტერი წელს ჩემპიონთა ლიგას მოიგებს!
burusa
09:42 14-12-2016
0

სიახლეები პოპულარული