ჩემპიონთა ლიგა. ევროპალიგა. კენჭისყრის წინ: დღეს პლეი ოფები დალაგდება

AutoSharing Option
დღეს ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის პლეი ოფების პირველი რაუნდების კენჭისყრა გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ითამაშებს ტიტულის მფლობელი მადრიდის "რეალი" და კიდევ 7 კლუბი, რომელთაც ადრე მოუგიათ ეს ტიტული. კენჭისყრა ჩვენი დროით 15 საათიდან დაიწყება. ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულები მეორეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.

არ შეიძლება ისეთი გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, რომლებიც ერთ ჯგუფში თამაშობდნენ; არ შეიძლება ასევე ერთი ასოციაციის გუნდების შეხვედრაც. პირველ კალათში განთესილები აუცილებლად საპასუხო მატჩს თამაშობენ შინ.

განთესილები: არსენალი (ინგლისი), ნაპოლი (იტალია), ბარსელონა (ესპანეთი), ატლეტიკო (ესპანეთი), მონაკო (საფრანგეთი), დორტმუნდი (გერმანია), ლესტერი
(ინგლისი), იუვენტუსი (იტალია).

განუთესავები: პსჟ (საფრანგეთი), ბენფიკა (პორტუგალია), სიტი (ინგლისი), ბაიერნი (გერმანია), ლევერკუზენი (გერმანია), რეალი (ესპანეთი), პორტუ (პორტუგალია), სევილია (ესპანეთი).

მატჩები 14/15 თებერვალსა და 21/22 თებერვალს (I შეხვედრები) გაიმართება, საპასუხო დაპირისპირებები კი - 7/8 მარტსა და 14/15 მარტს.

***
16 საათზე უკვე ევროპალიგის 1/16-ფინალის კენჭისყრა დაიწყება. აქაც ორი კალათია, ჯგუფების გამარჯვებულებს პლუს ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსულ 4 საუკეთესოს რეიტინგით ერთ კალათში ვიხილავთ, მეორე ადგილზე გასულებსა და ლიგიდან გადმოსულ 4 კლუბს უარესი რეიტინგით - მეორეში.

განთესილები: აიაქსი (ჰოლანდია), აპოელ (კვიპროსი), ბეშიქთაში (თურქეთი), ფენერბაჰჩე (თურქეთი), ფიორენტინა (იტალია), კოპენჰაგენი (დანია), ლიონი (საფრანგეთი), ოსმანლი (თურქეთი), რომა (იტალია), შალკე (გერმანია), შახტარი (უკრაინა), სპარტა (ჩეხეთი), სენტ ეტიენი (საფრანგეთი), ტოტენჰემი (ინგლისი), ზენიტი (რუსეთი), გენკი (ბელგია).

განუთესავები: ანდერლეხტი (ბელგია), ასტრა (რუმინეთი), ალკმაარი (ჰოლანდია), სელტა (ესპანეთი), გენტი (ბელგია), ბეერ შევა (ისრაელი), კრასნოდარი (რუსეთი), ლეგია (პოლონეთი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), მანჩესტერი (ინგლისი), გლადბახი (გერმანია), ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), პაოკ (საბერძნეთი), როსტოვი (რუსეთი), ვილიარეალი (ესპანეთი), ბილბაო (ესპანეთი).

მატჩები 16 და 23 თებერვალს ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული