ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. ბოლო ტური: ყველაფერი გაირკვა [VIDEO]

AutoSharing Option
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და ბოლო ორი საგზურის მფლობელის ვინაობაც შევიტყვეთ. მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა კი 12 დეკემბერს გაიმართება.

16 გასული + 8 გადასული
მაშ ასე - თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ითამაშებენ: "არსენალი", პსჟ, "ნაპოლი", "ბენფიკა", "ბარსელონა", "სიტი", "ატლეტიკო", "ბაიერნი", "მონაკო", "ლევერკუზენი", "დორტმუნდი", "რეალი", "ლესტერი", "პორტუ", "იუვენტუსი" და "სევილია".

ევროპალიგის პლეი ოფში გადამისამართდნენ: "ლუდოგორეცი", "ბეშიქთაში", "გლადბახი", "როსტოვი", "ტოტენჰემი", "ლეგია", "კოპენჰაგენი" და "ლიონი".

E ჯგუფი
აქ აღარაფერი იყო გადასაწყვეტი დიდად, სრულიად უმოტივაციო მატჩში "ლევერკუზენმა" ლიდერ "მონაკოს" 3:0 აჯობა. გოლები იურჩენკომ და ბრანდტმა
გაიტანეს. მესამე გოლი კი კურიოზული გამოდგა, ვენდელმა ხარიხას გაარტყა პენალტი, მაგრამ ბურთი დე სანკტისის ზურგს მოხვდა და საბრალო გოლკიპერს ავტოგოლი ჩაეთვალა.

"ტოტენჰემმა" ცსკა-ს 3:1 მოუგო, არადა, თავიდან რუსები ძაგოევის გოლით დაწინაურდნენ, მეკარე აკინფეევმა არათუ ვერ გაარღვია ჯადოსნური წრე (ჩემპიონთა ლიგაზე ვერაფრით ახერხებს კარის მშრალად შენახვას, არამედ, ავტოგოლიც კი მიითვალა - ბურთი ხელით მოიგერია, მაგრამ ფეხით კარში გადაგზავნა. ცსკა ევროთასებს დაემშვიდობა, სლუცკი - ცსკა-ს.

F ჯგუფი
მადრიდში "რეალისა" და "დორტმუნდის" დაპირისპირებაში I ადგილის ბედი წყდებოდა, "სამეფო კლუბს" მხოლოდ მოგება გაიყვანდა პირველ ადგილზე და იგებდა კიდეც ბოლომდე, მაგრამ 88-ე წუთზე მარკო როისმა გაათანაბრა - 2:2.

შედეგად, ჯგუფი თომას ტუხელის გუნდმა მოიგო, რომლის რიგებშიც "ბერნაბეუზე" გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა თავი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, რომელიც ერთ დროს, ამ სტადიონზე შესაძლოა, "რეალის" ფორმაშიც ვიხილოთ. მასპინძელთა რიგებში დუბლი შეასრულა ქარიმ ბენზემამ, ხოლო კრიშტიანო რონალდო მშრალზე დარჩა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვაკო ყაზაიშვილს არ უთამაშია, "ლეგიამ" მის გარეშე მიაღწია მიზანს, "სპორტინგს" გილერმეს გოლით 1:0 მოუგო და ევროპალიგის პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მოკლედ, ვაკოს თებერვალში უკვე ევროპალიგაზე თუ ვიხილავთ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

G ჯგუფი
"პორტუმ" ჯგუფში სიტუაცია აღარ დაძაბა, საქმეს თავიდანვე სრული ძალებით შეუდგა და უკვე პირველ ადგილზე გასულ "ლესტერს" "ბართლომეს ღამე" მოუწყო და მერვედფინალშიც გავიდა - 5:0. აღსანიშნავია, ანდრე სილვა დუბლი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"კოპენჰაგენმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა აუტსაიდერი "ბრიუგე", მაგრამ სულ ტყუილად, ევროპალიგაზე გადასვლით უნდა დაკმაყოფილდეს.

H ჯგუფი
მთავარი მატჩი ლიონში იყო, "ლიონს" 2 და მეტი ბურთის სხვაობით უნდა მოეგო "სევილიასთვის", თუმცა ანდალუსიურ მეტოქეს ძვრა ვერ უყო - 0:0. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "სევილია" ბოლოს ზედიზედ სამჯერ მოგებულ ტიტულს ევროპალიგაზე ვეღარ შეინარჩუნებს, რადგან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ითამაშებს.

"იუვენტუსს" თავი აღარ მოუკლავს და 2:0 იმყოფინა უსუსურ "დინამოსთან". ხორვატებს იგუაინმა და რუგანიმ გაუტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

E ჯგუფი
ლევერკუზენი-მონაკო 3:0
გოლები: 1:0 იურჩენკო (30), 2:0 ბრანდტი (48), 3:0 დე სანკტისი (82-საკ. კარში)
ლევერკუზენი (4-4-2): ოსკარი - და კოშტა, იედვაი, დრაგოვიჩი ვენდელი - ჩალჰანოღლუ (67. არანგისი), ბაურმგარტლინგერი, იურჩენკო (76. ჰენრიხსი), ბრანდტი (71. კრუზე) - კისლინგი, ჩიჩარიტო
მონაკო (4-4-2): დე სანკტისი - ტურე, რაგი ჟემერსონი დიალო - დიარი, ნდორამი, მოუტინიო, ბოშილია (67, ტრაორე) - კარილიო (79. ლემარი), ჟეანი (76. ჟერმენი)
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 7-5; ჯარიმა: 18-11; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 12-8 (6-0); ბურთის ფლობა: 51%-49%; მაყურებელი: 21 000

ტოტენჰემი-ცსკა 3:1
გოლები: 0:1 ძაგოევი (53), 1:1 ალი (38), 2:1 კეინი (45), 3:1 აკინფეევი (77-საკ. კარში)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი - ვანიამა (68. ალდერვეირელდი), ვინკსი - ერიკსენი, ალი, სონი (62. ნკუდუ) - კეინი (83. ონამა)
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - ნაბაბკინი, ა. ბერეზუცკი, ვ. ბერეზუცკი, შენნიკოვი - ნატხო, გოლოვინი (46. ჩალოვი) - ტოშიჩი (71. გორდიშენკო), ძაგოევი, მილანოვო - ტრაორე (79. სტანდბერგი)
გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 11-1; ჯარიმა: 8-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 24-5 (13-3); ბურთის ფლობა: 69%-31%; მაყურებელი: 62 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. მონაკო 6 3 2 1 9-2 11
2. ლევერკუზენი 6 2 4 0 8-4 10
3. ტოტენჰემი 6 2 1 3 6-6 7
4. ცსკა 6 0 3 3 5-11 3

F ჯგუფი
რეალი-დორტმუნდი 2:2
გოლები: 1:0 ბენზემა (28), 2:0 ბენზემა (53), 2:1 ობამეიანგი (60), 2:2 როისი (88)
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ვარანი, რამოსე, მარსელო - მოდრიჩი (63. კროოსი), კაზემირო, ხამესი - რონალდო, ვასკესი, ბენზემა (85. მორატა)
დორტმუნდი (4-4-2): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ბარტრა, შმელცერი - პულიშიჩი (61. მორი), კასტრო (80. როდე), ვაიგლი შიურლე (61. როისი) - დემბელე, ობამეიანგი
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 8-5; ჯარიმა: 9-15; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 15-10 (9-7); ბურთის ფლობა: 46%-54%; მაყურებელი: 80 000

ლეგია-სპორტინგი 1:0
გოლი: 1:0 გილერმე (30)
ლეგია (4-2-3-1): მალავზი - ბერეჟინსკი, რზეჟნიაჩიკი, პოზნანი, ჰლუშეკი - კოპჟინსკი, მულენი - გილერმე (62. კუჩარჩიკი), ოფიე, რადოვიჩი (90. დაბოვსკი) - პრიოვიჩი (86. ჰამალაინენი)
სპორტინგი (3-4-3): რუი პატრისიო - ოლივეირა (58. რიკარდო), კოატესი, სემედო - სეზარი, კარვალიო, სილვა, ზეეგელაარი (68. ანდრე) - მარტინსი, მარკოვიჩი (59. რუისი), დოსტი
გაძევება: კარვალიო (85. სპორტინგი)
გაფრთხილება: 5-2; კუთხური: 2-7; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 10-15 (5-7); ბურთის ფლობა: 41%-59%; მაყურებელი: 28 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. დორტმუნდი 6 4 2 0 21-9 14
2. რეალი 6 3 3 0 16-10 12
3. ლეგია 6 1 1 5 9-24 4
4. სპორტინგი 6 1 0 5 5-8 3

G ჯგუფი
ბრიუგე-კოპენჰაგენი 0:2
გოლები: 0:1 მეხელე (8-ს.კ-ში), 0:2 იორგენსენი (15)
ბრიუგე (4-3-3): ბიუტელი - ვან რეინი (77. ვორმერი), მეხელე, დენსვილი, კულსი - პინა, კლოდემირი, ბოლინგოლი-მბომბო - გედოსი, რაფაელოვი (66. ვანაკენი), უესლი
კოპენჰაგენი (4-4-2): ოლსენი - ანკერსენი (89. ჰიოგლი), იორგენსენი, იოჰანესონი, აუგუსტინსონი - ფალკი (58. გრეგუსი), კვისტი, დელანი, ტუტუ - პავლოვიჩი (88. კეიტა), კორნელიუსი
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 6-4; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 8-7 (4-5); ბურთის ფლობა: 50%-50%; მაყურებელი: 18 981

პორტუ-ლესტერი 5:0
გოლები: 1:0 ანდრე სილვა (6), 2:0 კორონა (26), 3:0 ბრაჰიმი (44), 4:0 ანდრე სილვა (64-პენ.), 5:0 ჟოტა (77)
პორტუ (4-1-3-2): კასილიასი - მ. პერეირა, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელესი - დ. პერეირა (76. რუბენ ნევეში) - ბრაჰიმი, მიგელ ტორესი, კორონა (76. ერერა) - ჟოტა, ანდრე სილვა (78. რუი პედრო)
ლესტერი (4-4-2): ჰამერი - ერნანდესი, ვასილევსკი, მორგანი, ჩილველი - გრეი, მენდი, დრინკვოტერი (76. ბარნსი), შლუპი (46. ოლბრაიტონი) - ოკაზაკი, მუსა (46. ულოა)
გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 4-1; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 17-6 (8-0); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 39 310

თ მ ფ წ ბ ქ
1. ლესტერი 6 4 1 1 7-6 13
2. პორტუ 6 3 2 1 9-3 11
3. კოპენჰაგენი 6 2 3 1 7-2 9
4. ბრიუგე 6 0 0 6 2-14 0

H ჯგუფი
ლიონი-სევილია 0:0
ლიონი (4-3-3): ანტონი ლოპეში - რაფაელი, იანგა-მბივა, დიახაბი, მორელი - დარდერი (72. კორნიე), გონალონი, ტოლისო (78. გრენიე) - გეზალი (65. ფეკირი), ვალბუენა, ლაკაზეტი
სევილია (3-4-3): სერხიო რიკო - მერკადო, პარეხა, რამი - მარიანო, ნ’ზონზი, იბორა, ესკუდერო - ვიტოლო, ნასრი (87. კრანევიტერი), სარაბია (65. ბენ იედერი)
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 8-3; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 24-2 (5-0); ბურთის ფლობა: 58%-42%; მაყურებელი: 52 423

იუვენტუსი-დინამო 2:0
გოლები: 1:0 იგუაინი (52), 2:0 რუგანი (73)
იუვენტუსი (3-5-2): ნეტო - ბენატია, რუგანი, ევრა - კუადრადო, ლემინა. მარკიზიო (74. სტურარო), პიანიჩი (80. დიბალა), ასამოა - მანჯუკიჩი (85. ერნანეში), იგუაინი
დინამო ზ. (4-3-3): ლივაკოვიჩი - შტიუმი, სიგალი, შილდენფილდი, პივარიჩი - მორო (85. მატელი), კნეზევიჩი, გოიაკი (57. ფიოლიჩი) - სუდანი (74. სტოიანოვი), ფერნანდესი, ჩორიჩი
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 7-3; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 18-3 (9-2); ბურთის ფლობა: 63%-37%; მაყურებელი: 39 380

თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 6 4 2 0 11-2 14
2. სევილია 6 3 2 1 7-3 11
3. ლიონი 6 2 2 2 5-3 8
4. დინამო ზ. 6 0 0 6 0-15 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალმა კაი კუში დაირტყა!
irakli
10:11 08-12-2016
0

სიახლეები პოპულარული