ლუის ენრიკე: ასეთი გოლის შემდეგ რთულია, წარუმატებლობას გაექცე

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "მანჩესტერ სიტისთან" (1:3) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"პირველი 40 წუთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ჩვენი შეცდომისა და გაშვებული გოლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

ასეთი გოლის შემდეგ რთულია, წარუმატებლობას გაექცე. გვინდოდა გაგვეგრძელებინა ჩვენი ფეხბურთის თამაში, თუმცა კიდევ მრავალი შეცდომა დავუშვით.

არც ისე ხშირი ბურთის ფლობა გვქონდა და შეცდომებს ვუშვებდით.

ვერ შევძელით მატჩის კონტროლი ისე, როგორც გვსურდა", - თქვა ენრიკემ.

- ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: ხოსეპ გვარდიოლამ "ბარსელონაზე" შური იძია [VIDEO]

მომზადებულია
BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული