ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგა

ლუის ენრიკე: მესიმ ისე ითამაშა, გეგონებოდა მატჩი სკოლის მოედანზე იმართებოდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის III ტურის შეხვედრა შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა "კამპ ნოუზე" "მანჩესტერ სიტი" გაანადგურა - 4:0. მასპინძელთა რიგებში ჰეთ-თრიქი ლიონელ მესიმ შეასრულა.

- ჩემპიონთა ლიგა. III ტური. C ჯგუფი: ლეო მესიმ "სიტი" დაარბია [VIDEO]

"ამ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი მესიმ შეასრულა. მატჩის ყველა საკვანძო ეპიზოდში ის მონაწილეობდა. მერე რა, რომ ტრავმის შემდეგ მოედანს ახლახან დაუბრუნდა, მასში ეჭვი არავის ეპარებოდა. მან ისე ითამაშა, გეგონებოდა, მატჩი სკოლის მოედანზე ყოფილიყო...

ჩვენ სამი ქულა მოვიპოვეთ. მეტოქემ რამდენიმე სერიოზული
შეცდომა დაუშვა. ორი ძალიან კარგი გუნდის შეხვედრის ბედი პატარა დეტალებმა გადაწყვიტა, თუმცა დარწმუნებული ვარ, "სიტი" რევანშის აღებას მანჩესტერში შეეცდება", - აქვეყნებს ლუის ენრიკეს ნათქვამს "ბარსელონას" საიტი.
ასევე დაგაინტერესებთ