ლუის ენრიკე: მესიმ ისე ითამაშა, გეგონებოდა მატჩი სკოლის მოედანზე იმართებოდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის III ტურის შეხვედრა შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა "კამპ ნოუზე" "მანჩესტერ სიტი" გაანადგურა - 4:0. მასპინძელთა რიგებში ჰეთ-თრიქი ლიონელ მესიმ შეასრულა.

- ჩემპიონთა ლიგა. III ტური. C ჯგუფი: ლეო მესიმ "სიტი" დაარბია [VIDEO]

"ამ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი მესიმ შეასრულა. მატჩის ყველა საკვანძო ეპიზოდში ის მონაწილეობდა. მერე რა, რომ ტრავმის შემდეგ მოედანს ახლახან დაუბრუნდა, მასში ეჭვი არავის ეპარებოდა. მან ისე ითამაშა, გეგონებოდა, მატჩი სკოლის მოედანზე ყოფილიყო...

ჩვენ სამი ქულა მოვიპოვეთ. მეტოქემ რამდენიმე სერიოზული
შეცდომა დაუშვა. ორი ძალიან კარგი გუნდის შეხვედრის ბედი პატარა დეტალებმა გადაწყვიტა, თუმცა დარწმუნებული ვარ, "სიტი" რევანშის აღებას მანჩესტერში შეეცდება", - აქვეყნებს ლუის ენრიკეს ნათქვამს "ბარსელონას" საიტი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მარტინო, ტიტო ყავდა მწვრთნელად ბარსას გვარდიოლას მერე, მაგრამ ძალიან მოუკლეს თამაშს და შედეგი არ ქონდათ ფატობრივად. ამიტო, იმის თქმა რომ ბარსას მწვრთნელი რაც უნდა, არ მიმაჩნია სწორად. მერე მოვიდა ენრიკე, რომელმაც დაალაგა ისევ გუნდიდა დრეს სადაც არიან კი ვხედავთ.

სწორედ ამ ვარსკვლავებს და თავში ავარდნილ ფეხბურთელებს ჭირდება მწვრთნელი და დამრიკებელი ძლიერი თორე დინამოს გიდნა ივან გროზნი დაუნიშნე და გინდა რიჩარდ ლომგული, რა აზრი აქ
ირაკლი
00:27 21-10-2016
0
როცა მარტინო ყავდათ მწვრთნელად და ვერაფერს მიაღწიეს? ზუსტად ესეთ გუნდს სჭირდება განსაკუთრებული მწვრთნელი, იმიტომ რომ, განსაკუთრებული ფეხბურთელები არიან ,,სასტავში'' და განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ
პაატა
16:56 20-10-2016
0

სიახლეები პოპულარული