ჩემპიონთა ლიგა. III ტური. D ჯგუფი: "ატლეტიკო" და "ბაიერნი" მერვედფინალსკენ [VIDEO]

AutoSharing Option
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, D ჯგუფიდან მერვედფინალში მიუნხენის "ბაიერნი" და მადრიდის "ატლეტიკო" გავლენ. გერმანულმა გიგანტმა პსვ-ს უმასპინძლა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე სძლია მეტოქეს, 4:1.

"ბაიერნმა" 24-ჯერ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით და ამით, ყველაფერია ნათქვამი. კარლო ანჩელოტის გუნდმა ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და, როგორც ჩანს, დაძლია ის ჩავარდნა, რომელიც გუნდს ბოლო მატჩებში ჰქონდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯგუფის ლიდერი "ატლეტიკოა", რომელიც როსტოვში ჩავიდა და ადგილობრივ გუნდს ფერეირა-კარასკოს გოლით მოუგო. "ბაიერნის" არ იყოს, მადრიდული გუნდიც დიდ უპირატესობას ფლობდა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.
იხილეთ
ვიდეო
Sportall.Ge

როსტოვი-ატლეტიკო 0:1
გოლი: 0:1 ფერეირა-კარასკო (62)
როსტოვი (5-3-2): ჯანაევი - კირეევი, მევლია, ნავასი, გრანატი, კუდრიაშოვი - გატჩანი, ნობოა, ერიოხინი - არზმუნი (75. პრეპელიცა), პოლოზი (77. დუმბია)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ა. კორეა (57. გამეირო), გაბი, კოკე, ფერეირა-კარასკო (89. საული) - გრიზმანი (90. ტიაგო), ფ. ტორესი
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 0-5; ჯარიმა: 11-6; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 2-13 (2-6); ბურთის ფლობა: 28%-72%; მაყურებელი: 15 000

ბაიერნი-პსვ 4:1
გოლები: 1:0 მიულერი (13), 2:0 კიმიხი (21), 2:1 ნარსიგი (41), 3:1 ლევანდოვსკი (59), 4:1 რობენი (84)
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - კიმიხი (85. მარტინესი), ალონსო, ალკანტარა - რობენი (87. სანჩესი), მიულერი (72. დუგლას კოშტა), ლევანდოვსკი
პსვ (4-2-3-1): ზოეტი - ბრენეტი, შვააბი (85. ზინჩენკო), მორენო, ვილემსი - პრიოპერი, გუარდადო (61. მინი) - პერეირო (77. ბერგვინი), ს. დე იონგი, ნარსიგი - ლ. დე იონგი
გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 6-0; ჯარიმა: 7-5; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 24-5 (13-3); ბურთის ფლობა: 63%-37%; მაყურებელი: 70 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 3 3 0 0 3-0 9
2. ბაიერნი 3 2 0 1 9-2 6
3. პსვ 3 0 1 2 3-7 1
4. როსტოვი 3 0 1 2 2-8 1

მომდევნო ტური
1 ნოემბერი:
ატლეტიკო-როსტოვი, პსვ-ბაიერნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული