ჩემპიონთა ლიგა. III ტური: ვაკო ყაზაიშვილი და "ლეგია" "რეალთან" ვერას გახდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის III ტურის მატჩები გაიმართა E, F, G და H ჯგუფებში.

ვაკო ყაზაიშვილი 74-ე წუთზე გამოვიდა "სანტიაგო ბერნაბეუზე", თუმცა იმ დროისთვის მისი "ლეგია" "რეალთან" უკვე 1:4-ს აგებდა და საბოლოოდ 1:5 დამარცხდა.

"ლეგიას" კარში გოლები გარეთ ბეილმა, მარკო ასენსიომ, ლუკას ვასკესმა და ალვარო მორატამ გაიტანეს (ერთი, მარსელოს დარტყმის მერე ავტოგოლი იყო).

E ჯგუფი
ცსკა-მონაკო 1:1
გოლები: 1:0 ტრაორე (34), 1:1 ბ. სილვა (87)

ლევერკუზენი-ტოტენჰემი 0:0

F ჯგუფი
სპორტინგი-დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 ობამეიანგი (9), 0:2 ვაიგლი (43), 1:2 ცეზარი (67)

რეალი-ლეგია 5:1
გოლები: 1:0 ბეილი (16), 2:0 იოდლოვიეცი (20 ს. კ.), 2:1 რადოვიჩი (22-პენ), 3:1 ასენსიო (37), 4:1 ლ. ვასკესი (68), 5:1 მორატა (84)

G ჯგუფი
ლესტერი-კოპენჰაგენი 1:0
გოლი: 1:0 მაჰრეზი (40)

ბრიუგე-პორტუ 1:2
გოლები: 1:0 ფოსენი (12), 1:1 ლაიუნი (68), 1:2 ა. სილვა (93-პენ)

H ჯგუფი
დინამო ზ.-სევილია 0:1
გოლი: 0:1 ნასრი (37)

ლიონი-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 კუადრადო (76)
გამოუყენებელი პენალტი: ლაკაზეტი (35. ლიონი)
მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორ არ უთამაშია, 74-ე წუთზე გამოვიდა
status quo-s
10:08 19-10-2016
0
ამ სათაურში რა შუაშია ყაზაიშვილი,მას ხომ საერთოდ არც უთამაშია.რა იაფფასიანი ტრიუკები იცით ამ .... ჟურნალისტებმა...
status quo
09:49 19-10-2016
0

სიახლეები პოპულარული