ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: ანჩელოტი სიმეონემ შეაჩერა [VIDEO]

AutoSharing Option
ეს ერთი მატჩიც რომ მოეგო, პეპ გვარდიოლას "სიტის", რეკორდს იმეორებდა, მაგრამ გლაზგოში ეს ვერ შეძლო. მიუნხენის "ბაიერნი" კი მადრიდში დაეცა, დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოსთან"...

ლონდონში ყველაფერი ისე იყო, როგორც მასპინძლებს დაგეგმილი ჰქონდათ. თეო უოლკოტმა ორი კოხტა გოლი გაიტანა და ორივე შემთხვევაში ასისტენტი ალექსის სანჩესი გახლდათ. არსენ ვენგერის გუნდმა დაგეგმილი 3 ქულა მარტივად აიღო. "მეთოფეები" მთელი მატჩის მანძილზე სჯობდნენ მეტოქეს და საბოლო ჯამში დამსახურებულადაც იმარჯვეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ძალიან იწვალა "პარი სენ-ჟერმენმა". უნაი ემერის ბიჭები სულაც აგებდნენ საგარეო შეხვედრას "ლუდოგორეცთან", მაგრამ მერე იძალეს.
პირველი მშველელი ამჯერადაც ბლეზ მატუიდი გახდა, რომელმაც გათანაბრება მოახერხა, ხოლო შემდეგ ედინსონ კავანიმ თავისი დუბლთ ყველაფერი თავის ადგილას დააყენა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
"ნაპოლი" "ბენფიკას" ისე მოექცა, როგორც ამის საშუალება ლისაობენელბმა ნეაპოლიტანურ გუნდს მისცეს. მაურიციო სარის ბიჭებმა ლამაზად ითამაშეს და პირველ ტაიმში 3:0 წაიყვანეს, ხოლო, როდესაც მეორე ნახევარში მეოთხეც დაამატეს, შედარებით მოდუნდნენ და მეტოქეს ორი გოლის გატანის უფლება მისცეს, მაგრამ მერე გონს მოეგნენ და დაგეგმილი 3 ქულა მშვიდად აიღეს.
ჯგუფის მეორე შეხვედრა უფრო საინტერესო და დრამატული გახლდათ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბეშიქთაში" და კიევის "დინამო" გამუდმებით მომენტებს ცვლიდნენ. თურქებს რამდნჯერმე შეძლოთ რიკარდო კვარეშმას მშვენიერი გოლისთვის მეორე მიემატებინათ და ინტრიგა მოეკლათ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს და მას მერე, რაც უკრაინელებმა გაათანბრეს, უკვე კიევურ კლუბს ჰქონდა მომენტები. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს რომ ფრე ალბათ, ყველაზე ლოგიკური და სამართლიანი შედეგგი გახლდათ.

* * *
ფანტასტიკური მატჩი შედგა გლაზგოში, სადაც "სელტიკმა" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა. შოტლანდიელები სამჯერ იგებდნენ შეხვედრას და ინგლისელებმა სამივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება.

გულშემატკივრებმა ყველა გემოვნების გოლი იხილეს და მთლიანობაში, მართლაც შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. "სელტიკმა" გვაჩვენა, რომ არც ისეთი სუსტია, როგორც ეს "ბარსელონასთან" შეხვედრის შემდეგ გვეგონა, "სიტი" კი არც ისეთი უნაკლო, როგორც ეს სხვა მატჩებში ჩანდა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯგუფის მეორე შეხვედრა გერმანიაში გაიმართა, სადაც მიუნხენგლადბახის "ბორუსიამ" "ბარსელონას" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა შეხვედრას, საბოლოოდ უქულოდ დარჩა. არადა, მატჩის დიდი ნაწილი ესპანელებს პრაქტიკულად არაფერი შეუქმნიათ და გერმანელებს მინიმუმ ქულის აღება შეეძლოთ. "ბარსამ" განიმტკიცა ლიდერობა, "ბორუსია" კი აუტსაიდერია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
მეორე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი მადრიდში შედგა, სადაც "ატლეტიკომ" "ბაიერნს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა მეტოქე, 1:0. ერთადერთი და გამარჯვების გოლი ფერეირა-კარასკომ შეაგდო შესანიშნავი დარტყმით. მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ესპანელები ფლობდნენ, მეორე ნახევარში კი თერთმეტმეტრიანიც გააცუდეს. ბუნდესლიგაში ნავარდის შემდეგ, კარლო ანჩელოტის გუნდს პირველი სერიოზული ბარიერი შეხვდა და მისი დაძლევა ვერ შეძლო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯგუფის მეორე მატჩი როსტოვში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გუნდი პსვ-ს დაუხვდა და ფრეს გამორჩა - 2:2. მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, თუმცა ვერ შეინარჩუნეს გამარჯვება. დიდი ალბათობით, ეს გუნდები ევროპალიგის საგზურისთვის იბრძოლებენ.

A ჯგუფი
ლუდოგორეცი-პსჟ 1:3
გოლები: 1:0 ნათანიელი (16), 1:1 მატუიდი (41), 1:2 კავანი (56), 1:3 კავანი (60)
მოციმ ვერ გაიტანა პემალტი (59)
ლუდოგორეცი (4-2-3-1): სტოიანოვი - მინევი, მოცი, პა;ომინო, ნათანაელი - დიაკოვი, ანისენტი - ვურა (74. ლუკოკი), ვანდერსონი (88. კეშერუ), მარსელინიო - კაფუ
პსჟ (4-3-3): არეოლა - მაქსველი, სილვა, მარკინიოსი, ორიე - მატუიდი, მოტა, ვერატი (80. კრიხოვიაკი) - დი მარია (88.იკონე), ლუკასი, კავანი (90+1. ოგუსტენი)
გაფრთხილება: დიაკოვი, ნათანიელი, კაფუ - მატუიდი, მოტა
კუთხური: 0-4; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 8-17 (4-7); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 17 155

არსენალი-ბაზელი 2:0
გოლები: 1:0 უოლკოტი (7), 2:0 უოლკოტი (26)
არსენალი (4-2-31-): ოსპინა - ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი - კასორლა, ჯაკა - უოლკოტი, იოზილი, აივობი - სანჩესი
ბაზელი (5-3-2): ვაცლიკი - ლანგი, სუხი, თ. ჯაკა, ბალანტა, ტრაორე - ფრანსონი, ზუფი, ბიარნასონი - შტეფენი, დუმბია
შგაფრთხილება: ? - ?
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 3-12; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 17-7 (7-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 59 993

თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 2 1 1 0 4-2 4
2. არსენალი 2 1 1 0 3-1 4
3. ლუდოგორეცი 2 0 1 1 2-4 1
4. ბაზელი 2 0 1 1 1-3 1

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი:
არსენალი-ლუდოგორეცი, პსჟ-ბაზელი.

B ჯგუფი
ბეშიქთაში-დინამო კ. 1:1
გოლები: 1:0 კუარეშმა (29), 1:1 ციგანკოვი (65)
ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრი - ბეკი, მარსელო, ტოშიჩი, ერკინი - არსლანი (77. ინლერი), ჰატჩინსონი - კუარეშმა, ტალისკა, ადრიანო (68. ტოსუნი) - აბუბაქარი (85. ფრაი)
დინამო კ. (4-5-1): რუდკო - მოროშჩუკი, ხაჩერიდი, ვიდა, ანტუნეში - გონსალესი (62. ციაგანკოვი), ბუიალსკი (22. კორზუნი), რიბალკა, გარმაში, იარმოლენკო - მორაეში (78. გლადკი)
გაფრთხილება: ადრიანო, არსლანი - კორზუნი, გარმაში, ვიდა
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 13-12 (5-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 20 150

ნაპოლი-ბენფიკა 4:2
გოლები: 1:0 ჰამშიკი (20), 2:0 მერტინსი (51), 3:0 მილიკი (54), 4:0 მერტენსი (58), 4:1 გედესი (70), 4:2 სალვიო (86)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი (11. მაქსიმოვიჩი), კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალეხონი (70. ინსინიე), მერტენსი (82. ჯაკერინი), მილიკი
ბენფიკა (4-4-2): ჟულიო სეზარი - ალმეიდა, ლოპესი, ნილსონ-ლინდელოფი, გრიმალდო - სემედო, ორტა (56. სალვიო), ფეისა (82. გომეში), პიცი - კარილიო (67. გედესი), მიტროღლუ
გაფრთხილება: რეინა - ლოპესი, სეზარი, კარილიო, ფეისა,
კუთხური: 6-0; ჯარიმა: 7-19; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 14-7 (7-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 41 281

თ მ ფ წ ბ ქ
1. ნაპოლი 2 2 0 0 6-3 6
2. ბეშიქთაში 2 0 2 0 2-2 2
3. დინამო 2 0 1 1 2-3 1
4. ბენფიკა 2 0 1 1 3-5 1

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი:
ნაპოლი-ბეშიქთაში, დინამო კ-ბენფიკა.

C ჯგუფი
გლადბახი-ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 ტ. აზარი (34), 1:1 არდა თურანი (65), 1:2 პიკე (77)
გლადბახი (3-4-1-2): ზომერი - კორბი, კრისტენსენი, ელვედი - ტრაორე, კრამერი, დაუდი, ვენდტი - შტინდლი (83. ჰანი) - ტ. აზარი (80. ჰერმანი), რაფაელი (48. იონსონი)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი (59. არდა თურანი), ბუსკეტსი, ინიესტა - პ. ალკასერი (54. რაფინია), ნეიმარი, ლ. სუარესი
გაფრთხილება: მასკერანო, პიკე, ნეიმარი (ბარსელონა)
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 6-11 (6-8); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 46 000

სელტიკი-სიტი 3:3
გოლები: 1:0 დემბელე (3), 1:1 ფერნანდინიო (11), 2:1 სტერლინგი (20-საკ. კარში), 2:2 სტერლინგი (28), 3:2 დემბელე (47), 3:3 ნოლიტო (55)
სელტიკი (4-2-3-1): გორდონი - ლუსტიგი, ტურე, სვიატჩენკო, ტერნეი - ბრაუნი, ბიტონი (84. გრიფიტსი) - ფორესტი (81. რობერტსი), როგიჩი (57. არმსტრონგი), სინკლერი - დემბელე
სიტი (4-5-1): ბრავო - საბალეტა, ოტამენდი, კოლაროვი, კლიში (73. სტოუნსი) - სტერლინგი, გიუნდოგანი, ფერნანდინიო, სილვა, ნოლიტო (76. ფერნანდო) - აგუერო
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 8-8; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 7-16 (3-9); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 60 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 2 2 0 0 9-1 6
2. სიტი 2 1 1 0 7-3 4
3. სელტიკი 2 0 1 1 3-10 1
4. გლადბახი 2 0 0 2 1-6 0

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი:
სელტიკი-გლადბახი, ბარსელონა-სიტი.

D ჯგუფი
ატლეტიკო-ბაიერნი 1:0
გოლი: 1:0 ფერეირა-კარასკო (35)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, გაბი, კოკე, კარასკო (72. გამეირო) - გრიზმანი (90. პარტეი), ფ. ტორესი (79. გაიტანი)
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - ლამი, ბოატენგი (62. ჰუმელსი), მარტინესი, ალაბა - ტ. ალკანტარა (66. კიმიხი), ჩაბი ალონსო, ვიდალი - მიულერი (59. რობენი), რიბერი, ლევანდოვსკი
შენიშვნა: გრიზმანმა ვერ გაიტანა პენალტი (84)
გაფრთხილება: ს. ნიგესი - ლამი, ბოატენგი, ვიდალი, ალკანტარა
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 14-12 (5-4); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 55 000

როსტოვი-პსვ 2:2
გოლები: 1:0 პოლოზი (8), 1:1 პრიოპერი (14), 2:1 პოლოზი (37), 2:2 დე იონგი (45)
როსტოვი (3-5-2): ჯანაევი - მევია, ნავასი, გრანატი - კალაჩევი, ეროხინი, გატჩანი, ნობოა, ტერენტიევი - პოლოზი (90. პრეპელიცა), აზმუნი (77. დუმბია)
პსვ (4-3-1-2): დე ზოეტი - შვააბი, მორენო, მირინი, ვილემსი - არიასი, გუარდადო, ჰენდრიქსი (63. ბრეგვინი) - პრიოპერი - ლ. დე იონგი, ნარსიგი (73. ს. დე იონგი)
შენიშვნა: პრიოპერმა ვერ გაიტანა პენალტი (57)
გაფრთხილება: ნავასი - ტერენტიევი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 7-9 (6-6); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 12 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 2 2 0 0 2-0 6
2. ბაიერნი 2 1 0 1 5-1 3
3. პსვ 2 0 1 1 2-3 1
4. როსტოვი 2 0 1 1 2-7 1

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი:
როსტოვი-ატლეტიკო, ბაიერნი-პსვ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული