ჩემპიონთა ლიგა. II ტური: "მელიამ" "დრაკონს" ეშმაკობით აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
წუხელ ჩემპიონთა ლიგის II ტურის 8 შეხვედრა გაიმართა. ჯერჯერობით, ორიდან ორი მოგება მხოლოდ კლაუდიო რანიერის "ლესტერ სიტის" აქვს.

ძალიან საინტერესო მატჩი შედგა მონაკოში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ლევერკუზენის "ბაიერს" უმასპინძლა. მთავარი მოვლენები მატჩის დასკვნით ნაწილში განვითარდა - შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ერნანდესმა სტუმრები დააწინაურა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი გლიკმა უძლიერესი დარტყმით, ულამაზესი გოლი შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა.

შედეგად, "მონაკომ" ქულა გადაარჩინა...

პირველ ტურში, ცსკა-მ ზღაპარში მოიპოვა ქულა გერმანიაში, ამჯერად კი "ტოტენჰემთან" ვერაფერს გახდა და საკუთარ კედლებში
ხელმოცარული დარჩა. ერთადერთი გოლი კორეელმა სონმა 71-ე წუთზე შეაგდო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში, ინგლისელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და სამი ქულა დაიმსახურეს.

***
მეორე ტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი დორტმუნდში შედგა, სადაც ადგილობრივმა "ბორუსიამ" "რეალს" უასპინძლა. მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა უფრო მეტი მომენტი მაინც მადრიდელთა კართან შეიქმნა. მთლიანობაში, მატჩი მაინც მასპინძელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. მიუხედავად ამისა, ორჯერ სტუმრები დაწინაურდნენ და დორტმუნდი მეტწილად მდევრის როლში იყო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"რეალიდან" რონალდო და ვარანი გამოირჩნენ, გერმაელთაგან კი ობამეიანგმა და შიურლემ გამოიჩინეს თავი. ეს უკანასკნელი მეორე ნახევარში გამოჩნდა მინდორზე და უძლიერესი დარტყმით მეკარისაგან ახლო კუთხე "გაგლიჯა". გულშემატკივარმა საინტერესო, დაძაბვული და დრამატული მატჩი იხილა.

"ლეგია" აშკარად მოუმზადებელი შეხვდა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას, რადგან მეორე შეხვედრაც უშანსოდ წააგო. პორტუგალიელებმა პირველივე ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს და იქვე დაამთავრეს ყველაფერი.

***
ეს ის შემთხვევაა მელია დრაკონს ეშმაკობით, რომ აჯობებს. "პორტუს" "ლესტერთან" შეხვედრაში მეტი კარისკენ დარტყმა, მეტი ზუსტი დარტყმა, მეტი კუთხური, ბურთის ფლობის უფრო მაღალი მაჩვენებელი... ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი მარტივად მოხდა - ცბიერი კლაუდიო რანიერის "ზღაპრულმა გუნდმა" 3 ქულა აიღო და ორი ტურის მერე ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გავიდა და ეს ბურთი ალჟირული იყო - რიად მაჰრეზმა ისლამ სლიმანის ჩაუწოდა, ექსპორტინგელმა კი პორტუელთა კარი თავურით აიღო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უგოლო და არცთუ საინტერესო პირველი ტაიმის მერე, ვინ იფიქრებდა, რომ მეორე ნახევარში "კოპენჰაგენი" "ბრიუგეს" ასე გადაურბენდა. სტალე სოლბაკენის ბიჭებმა ბდღვირი ადინეს მიშელ პრიუდომის გუნდს და მეტის გატანაც შეეძლოთ. "ბრიუგეს" ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ არ დაუკარგავს, მაგრამ თუ შემდეგ ტურში "პორტუს" ვერ მოუგო...

***
"რამონ სანჩეს პისხუანზე" პირველ ტაიმში "ლიონი" უკეთესი იყო. ნაბილ ფეკირმა ხარიხასაც გაარტყა ბურთი და ფრანგები უფრო ცოცხლად თამაშობდნენ, მაგრამ მათ ფიზმომზადება არ ეყოთ და თანაც, ხორხე სამპაოლიმ თავისიანები შესვენებაზე ისე დაგეშა, როგორც სჩვევია. მეორე ნახევარში მასპინძლებმა მეტოქე "შესანსლეს", მაგრამ ერთ გოლზე მეტი ვერ გაუტანეს, რისთვისაც შეიძლებოდა დასჯილიყვნენ. თუნდაც ტოლისოს დარტყმისას (ხარიხა).

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გოლი ყოფილმა ტულუზელმა ვისამ ბენ იედერმა გაიტანა ლუსიანო ვიეტოს პასით. ამ უკანასკნელმა პენალტი გააცუდა და მომენტები ანიავა, მაგრამ ეს საგოლე პასი მაინც მიითვალა. მასპინძელთა რიგებში ასევე სამირ ნასრის ძალიან კარგი თამაში უნდა გამოვარჩიოთ.

"მაქსიმირზე" კი ყველაფერი მშვიდად იყო. "იუვენტუსს" იმდენი გოლი გაჰქონდა, რამდენიც უნდოდა. მხარეები საბოლოოდ 4-ზე შეჯერდნენ. ზაგრებელებს კარში ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამთ და ერთი კუთხურიც არ მოუწოდებიათ. შეხვედრაში ერთი ყვითელი ბარათიც კი არ ყოფილა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მშვენივრად იბურთავა მირალემ პიანიჩმა, რომელმაც ჯერ თავად შეაგდო და ანაგრიში გახსნა, მერე კი საუცხოო პასით გაატანინა გონსალო იგუაინს. მესამე გოლი დიდებული შორეული დარტყმით პაოლო დიბალამ შეაგდო. ბოლოს კი "დინამომ" კაპიტულაცია ავტოგოლით გამოაცხადა.

E ჯგუფი:
მონაკო-ლევერკუზენი 1:1
გოლები: 0:1 ხ. ერნანდესი (73), 1:1 გლიკი (90)
მონაკო (4-4-3): სუბაშიჩი - რაჯი, გლიკი, ჟემერსონი, სიდიბე - ლემარი, ფაბინიო, ბაკაიოკო (77. ლოტინი), მოუტინიო - ჟერმენი (73. კარილიო), სილვა (81. ბოშილა)
ლევერკუზენი (4-4-2): ლენო - ბენდერი, თა, თოფრაქი, ჰენრიხი - ბრანდტი (63. კისლინგი), არანგისი, კამპლი, ჩალჰანოღლუ - ფოლანდი (73. მეჰმედი), ხ. ერნანდესი (90. ბაუმგარტლინგერი)
გაფრთხილება: ჟემერსონი - თოფრაქი, თა
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 6-10 (3-5); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 8 000

ცსკა-ტოტენჰემი 0:1
გოლი: 0:1 სონი (71)
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - ფერნანდეში, ვ. ბერეზუცკი (46. ა. ბერეზუცკი), იგნაშევიჩი, შენნიკოვი - ვერმბლუმი, გოლოვინი - ტოშიჩი (72. ნათხო), ერემენკო, მილანოვი - ტრაორე
ტოტენჰემი (4-5-1): ლორისი - ტრიპიერი, ალდევეირელდი, ვერტონგენი, დეივისი - ლამელა, ერიკსენი, ვანიამა, ალი (82. ვინკსი), მინ სონი - იანსენი (67. ნკუდუ)
გაფრთხილება: ერემენკო - ვანიამა
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 5-6; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 6-15 (3-2); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 25 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. მონაკო 2 1 1 0 3-2 4
2. ტოტენჰემი 2 1 0 1 2-2 3
3. ლევერკუზენი 2 0 2 0 3-3 2
4. ცსკა 2 0 1 1 2-3 1

მომდევნო ტური
18 ოქტომბერი:
ცსკა-მონაკო, ლევერკუზენი-ტოტენჰემი.

F ჯგუფი:
დორტმუნდი-რეალი 2:2
გოლები: 0:1 რონალდო (17), 1:1 ობამეიანგი (43), 1:2 ვარანი (68), 2:2 შიურლე (87)
დორტმუნდი (4-5-1): ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, გინტერი, შმელცერი - დემბელე (73. პულიშიჩი), გიოტცე (58. შიურლე), ვაიგლი, კასტრო, გერერო (78. მორი) - ობამეიანგი
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ვარანი, რამოსი, დანილო - მოდრიჩი, კროოსი, ხამესი (70. კოვაჩიჩი) - ბეილი, რონალდო, ბენზემა (87. მორატა)
გაფრთხილება: შმელცერი, გერერო, ვაიგლი, ობამეიანგი - რამოსი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 16-13 (12-5); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 80 000

სპორტინგი-ლეგია 2:0
გოლები: 1:0 რუისი (28), 2:0 დოსტი (37)
სპორტინგი (4-4-2): რუი პატრისიო - პერეირა, კოატესი, სემედო, ჟეფერსონი - მარტინსი (76. კემპბელი), კარვალიო, სილვა, სეზარი (67. მარკოვიჩი) - დოსტი, რუისი (87. პეტროვიჩი)
ლეგია (4-2-3-1): მალარჟი - ბერეჟუნსკი, კრევინსკი, რჟეზნიჩაკი, ჰოუშეკი - იოდლოვიეცი, მოულინი (86. კოპჩინსკი) - გილერმე, რადოვიჩი, ლანგილი (46. ალეკსანდროვი) - ნიკოლიჩი (60. ოფოე)
გაფრთხილება: რჟეზნიჩაკი, გილერმე (ლეგია)
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 14-3 (5-0); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 40 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. დორტმუნდი 2 1 1 0 8-2 4
2. რეალი 2 1 1 0 4-3 4
3. სპორტინგი 2 1 0 1 3-2 3
4. ლეგია 2 0 0 2 0-8 0

მომდევნო ტური
18 ოქტომბერი:
სპორტინგი-დორტმუნდი, რეალი-ლეგია.

G ჯგუფი
კოპენჰაგენი-ბრიუგე 4:0
გოლები: 1:0 დენსვილი (54-ს.კ-ში), 2:0 დელანი (64), 3:0 სანტანდერი (69), 4:0 იორგენსენი (90+2)
კოპენჰაგენი (4-4-2): ოლსენი - ანკერსენი, იორგენსენი, იოჰანსონი, აუგუსტინსონი - ვერბიჩი (67. ტუტუ), დელანი, კვისტი, ფალკი (84. ამანკვაა) - სანტანდერი (79. პავლოვიჩი), კორნელიუსი
ბრიუგე (5-4-1): ბუტელი - ვან რეინი, პულენი, სიმონსი, დენსვილი, დე ბოკი - ვანაკენი (46. ლიმბომბე), კლოდემირი, ვორმერი, ისკიერდო (79. გედოში) - ვოსენი (63. ფერეირა და სილვა)
შენიშვნა: აუგუსტინსონმა ვერ გაიტანა პენალტი (62)
გაფრთხილება: იორგენსენი - ვორმერი, კლოდემირი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 17-6 (10-2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 25 605

ლესტერი-პორტუ 1:0
გოლი: 1:0 სლიმანი (25)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - ლუის ერნანდესი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი - მაჰრეზი (88. გრეი), დრინკვოტერი, ამარტეი, ოლბრაიტონი - სლიმანი (82. კინგი), ვარდი (90+4. მუსა)
პორტუ (4-3-3): კასილიასი - ლაიუნი, ფელიპე, ივან მარკანო, ალექს ტელესი - ოლივერ ტორესი (77. კორონა), დანილო პერეირა, ანდრე ანდრე (63. ერერა) - ანდრე სილვა, ოტავინიო, ადრიანი (63. ჟოტა)
გაფრთხილება: ვარდი, სლიმანი, ჰუტი - ფელიპე, ანდრე სილვა, დანილო პერეირა
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 24-16; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 6-12 (3-4); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 31 805

თ მ ფ წ ბ ქ
1. ლესტერი 2 2 0 0 4-0 6
2. კოპენჰაგენი 2 1 1 0 5-1 4
3. პორტუ 2 0 1 1 1-2 1
4. ბრიუგე 2 0 0 2 0-7 0

მომდევნო ტური
18 ოქტომბერი:
ლესტერი-კოპენჰაგენი, ბრიუგე-პორტუ.

H ჯგუფი
სევილია-ლიონი 1:0
გოლი: 1:0 ბენ იედერი (53)
სევილია (4-4-2): სერხიო რიკო - მარიანო, მერკადო (87. კოლოჯეიჩაკი), პარეხა, ესკუდერო - ნასრი, ნ’ზონზი, ვასკესი (59. იბორა), ვიტოლო - ვიეტო, ბენ იედერი (82. სარაბია)
ლიონი (3-5-2): ანტონი ლოპეში - იანგა-მბივა (70. ვალბუენა), ნ’კულუ, მორელი - გასპარი (79. გეზალი), ტოლისო, გონალონი, სერხი დარდერი, რიბუსი - ფეკირი (70. კალულუ), კორნიე
შენიშვნა: ვიეტომ ვერ გაიტანა პენალტი (69)
გაფრთხილება: პარეხა, მერკადო - გასპარი, გონალონი, კორნიე
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 11-24; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 18-15 (7-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 36 741

დინამო-იუვენტუსი 0:4
გოლები: 0:1 პიანიჩი (24), 0:2 იგუაინი (31), 0:3 დიბალა (57), 0:4 შემპერი (85-ს.კ-ში)
დინამო ზ. (4-3-3): შემპერი - პივარიჩი, შილდენფილდი, სიგალი, შიტუმი - ბენკოვიჩი, ანტოლიჩი (72. მაშადო), ჟონასი (48. ფიოლიჩი) - სუდანი, პავიჩიჩი, ფერნანდესი (58. ჰოჯიჩი)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი (68. პიაცა), ბონუჩი, კიელინი - დანი ალვეში, ხედირა, პიანიჩი (46. კუადრადო), ერნანეში, ევრა - დიბალა, იგუაინი (71. მანჯუკიჩი)
გაფრთხილება: -
კუთხური: 0-6; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 4-15 (0-6); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 23 875

თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 2 1 1 0 4-0 4
2. სევილია 2 1 1 0 1-0 4
3. ლიონი 2 1 0 1 3-1 3
4. დინამო ზ. 2 0 0 2 0-7 0

მომდევნო ტური
18 ოქტომბერი:
დინამო ზ-სევილია, ლიონი-იუვენტუსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული