კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის უნიკალური რეკორდის მფლობელი გახდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაში უნიკალური რეკორდი დაამყარა.

იტალიელმა სპეციალისტმა "ბაიერნის" ხელმძვანელობით პირველი შეხვედრა ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაში და ამით დაუჯერებელი რეკორდი დაამყარა.

ანჩელოტი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე 7 სხვადასხვა გუნდს წვრთნიდა.

აქამდე ანჩელოტის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგაში გამოდიოდნენ "პარმა", ტურინის "იუვენტუსი", "მილანი", ლონდონის "ჩელსი", პსჟ და მადრიდის "რეალი".

- D ჯგუფი: რუსთა რბევა "ალიანც არენაზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული