ჩემპიონთა ლიგა. III ეტაპი. საპასუხო მატჩები: მოულოდნელობა და ბოლო წუთებში 3 გოლი

AutoSharing Option
2 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა.

გაირკვა იმ 5 გუნდის ვინაობა, რომლებმაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური მოიპოვეს.

მოულოდნელობა იყო ბორისოვის ბატე-ს გამოვარდნა, რომელიც ირლანდიურ "დანდალკთან" სტუმრად ანგარიშით 0:3 დამარცხდა. ბელორუსთა განაცხადში არ იყო ქართველი ფეხბურთელი ვაკო გვილია.

კვიპროსის აპოელ-მა შინ 3:0 სძლია "რუსენბორგს" და შემდეგ ეტაპზე გავიდა. აპოელ-მა სამი გოლი დამატებულ წუთებზე გაიტანა.

"ლუდოგორეცისა" და "ცრვენა ზვეზდას" შორის მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. დამატებით ტაიმებში კი სტუმრებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს. საბოლოოდ "ლუდოგორეცმა"
4:2 იმარჯვა.

"ვიქტორია პლზენი" დიდი გაჭირვებით გავიდა შემდეგ ეტაპზე. ჩეხები სტუმრად აზერბაიჯანულ "ყარაბახს" ფრედ, 1:1 ეთამაშნენ, რაც საკმარისი გამოდგა პლეი ოფში გასასვლელად.

ყარაბახი-ვიქტორია პლზენი* 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 მუარემ მუარემ (28), 1:1 მიხაელ კრმენციკი (85)

დანდალკი*-ბატე (3:0) 1:0

გოლები: 1:0, 2:0 დევიდ მაკმილანი (44, 59), 3:0 რობი ბენსონი (90)

ცრვენა ზვეზდა-ლუდოგორეცი* 2:4 (2:2)

გოლები: 1:0 მიტჩელ დონალდი (17), 1:1 ჯონათან კაფუ (23), 1:2, 2:3, 2:4 ვანდერსონი (40, 92, 97), 2:2 ლუის იაბნესი (პენ. 62)

აპოელი*-რუსენბორგი 3:0 (2:1)
გოლები: 1:0 გიანის გიანიოტასი (95), 2:0 ვანდერი (96), 3:0 ტომას დე ვინსენტი (99)

დინამო (თბ)-დინმო (ზ)* 0:1 (2:0)
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო დანდალკს კიდევ ერთხელ ვწერ გუნდი რომელიც ნახევრად მოყვარულ ჩემპიონატში თამაშობს და თვითონ გუნდია მოყვარული ნუ არვიცი კიდევ ერთხელ ვამბობ ის რომ ზაგრები უფრო მაღალი დონისაა გასასამართლებელ მიზეზად არ გამოდგება!
svani
15:39 03-08-2016
0

სიახლეები პოპულარული