უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის სიმბოლური შეადგინა

AutoSharing Option
უეფას ექსპერტთა ჯგუფმა, რომელთა შორის სერ ალექს ფერგიუსონი, სავო მილოშევიჩი, ტომას შააფი, დევიდ მოიესი და მირჩა ლუჩესკუც იყვნენ, ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

სიმბოლურ გუნდში 18 ფეხბურთელი შეიყვანეს. რჩეულთა შორის 6-6 ფეხბურთელი ტურნირის ფინალისტი გუნდებიდან, "ატლეტიკოდან" და "რეალიდან" მოხვდა. 3 ფეხბურთელი "ბარსელონადანაა" წარმოდგენილი, 2 - "ბაიერნიდან" და ერთიც პსჟ-იდან.

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს, მილანში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში "რეალმა" "ატლეტიკო" პენალტების სერიაში დაამარცხა და ტიტული მე-11-ედ მოიპოვა.

მეკარეები: იან ობლაკი
(ატლეტიკო), მანუელ ნოიერი (ბაიერნი)

მცველები:
დიეგო გოდინი (ატლეტიკო), ხუანფრანი (ატლეტიკო), ტიაგო სილვა (პსჟ), სერხიო რამოსი (რეალი), მარსელო (რეალი).

ნახევარმცველები: გაბი (ატლეტიკო), კოკე (ატლეტიკო), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ტონი კროოსი (რეალი), ლუკა მოდრიჩი (რეალი).

თავდამსხმელები: ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლუის სუარესი (ბარსელონა), ლიონელ მესი (ბარსელონა), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კრიშტიანო რონალდო (რეალი), გარეთ ბეილი (რეალი).
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინმე ქართველი რო შეეყვანათ რა ვითომ???
ფირალი
16:56 30-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული