იურგენ კლოპი: აი, ეს იყო თამაში!

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "ვილიარეალთან" (3:0) ევროპის ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ევროპალიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები: წითელი კოჭი ესპანურ ალყაში

"ბრწყინვალე საღამო და ჩემი გუნდის ბრწყინვალე თამაში. აი, ეს იყო თამაში! პირველი ნახევარი საათი ძალიან ემოციური იყო, ეს შესანიშნავია. პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში კი სიმშვიდე დავკარგეთ.

მეორე ტაიმში უნდა გაგვეგრძელებინა ემოციური ფეხბურთის თამაში და ამავე დროს, ჭკუაც გვეხმარა.

ყველა საუბრობდა ამ გუნდზე, როცა მოვედი. საუბარი დონეზე, წარუმატებელ ტრანსფერებზე მიდიოდა. მე კი მოვედი, რადგან მეგონა, აქ
შესანიშნავი გუნდი იყო. და აი, ჩვენ ფინალში ვართ, ბაზელში და სეზონი გავიხანგრძლივეთ", - თქვა კლოპმა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ai kaci...momavsl sezonshi klopi gaimeorebs ranieris shedegs nu imgansxvavebit rom didpulsac daxarjavs transperebshi...ager prang benarfas barselona yidulobs...p.s.ise sadac prangi arabebi gamierien yvela klubebshi lideroben
0

სიახლეები პოპულარული