რეალი-სიტი 1:0 - იყო და არა იყო რა... [VIDEO]

AutoSharing Option
* მადრიდის "რეალი" მე-14-ედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის (თასის) ფინალში.
* "რეალის" საშინაო სტატისტიკა ლიგაზე - 6 თამაში - 6 მოგება - ბურთები 19-0!
* "რეალი" "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, 2014 წლის ფინალის რემატჩია.


28 მაისს მილანში, ლეგენდარულ "სან სიროზე" ერთმანეთის პირისპირ მადრიდული გუნდები: "ატლეტიკო" და "რეალი" წარსდგებიან. დიახ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისევ ესპანური გუნდები გავიდნენ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპულ საკლუბო ფეხბურთში პირენეელთა ჰეგემონია გრძელდება.

"რეალმა" "მანჩესტერ სიტის" ბარიერი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაიარა და ფინალში სრულიად დამსახურებულად გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ
2-მატჩიან დუელში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა და ისიც ინგლისელებმა საკუთარ კარში შეაგდეს, მადრიდელთა უპირატესობა ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას სწორედ "სამეფო გუნდი" ფლობდა და, სადაც სამართალია, დიდი ანგარიშით უნდა მოეგო.

გატანის რეალიური შანსი გაუშვეს ხელიდან ლუკა მოდრიჩმა, გარეთ ბეილმა და მინიმუმ სამჯერ კრიშტიანო რონალდომ. "რეალს" სურდა, რომ უპირატესობა ორამდე გაეზარდა და ამით, თავი დაეზღვია, მაგრამ მასპინძლები დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ.

თუმცა, როგორც თამაშმა გვიჩვენა, მადრიდელებს არ ჰქონდა სანერვიულოდ საქმე - "სიტის" უბრალოდ არ შეეძლო თამაში და მეტოქისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა.

იაია ტურე დაბაჯბაჯებდა, ფერნანდო და ფერნანდინიო კი წვალობდნენ - კევინ დე ბრუინმა ერთი სახიფათო პასი ვერ გააკეთა, კუნ აგუერომ კი ერთი გაისროლა უშედეგოდ და ამით შემოიფარგლა. მანუელ პელეგრინიმ რაჰიმ სტერლინგით სცადა მატჩის გადარჩენა, მაგრამ ეს უკანასკნელი უბრალოდ დარბოდა და მეტი არაფერი.

არადა, იგივე სტერლინგში, ან თუნდაც დე ბრუინში კოლოსალური თანხებია გადახდილი და მათ ნამდვილად მეტი მოეთხოვებათ. საერთოდ, "სიტის" მეტი მოეთხოვებოდა - "სიტი" თან იყო და თან, არ იყო, რამაც წაგვართვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დუელი.

ვიხილეთ ორი თამაში, რომელიც თავისუფლად შეგვეძლო, რომ არ გვენახა და ამით არც არაფერს დავკაგავდით.

ვიხილეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩები და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ვუყურებდით პრემიერლიგის, ან ლა ლიგის სატურნირო ცხრილის შუაგულში გაჭედილი, უმოტივაციო გუნდების პაექრობას, რომლებსაც აღარც ევროსაგზურის პერსპექტივა აქვთ და აღარც გავარდნა ემუქრებათ. ეს იყო დუელი, რომელშიც ტყვია ფეხბურთს მოხვდა და ამაში მთავარი დამნაშავე "მანჩესტერ სიტია".

"მანჩესტერ სიტი" იყო და თან არ იყო - ზოგადად, ეს ნახევარფინალი იყო და არა იყო რა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩი
რეალი-სიტი 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ფერნანდო (60 ს. კ.)
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (88. კოვაჩიჩი), კროოსი, ისკო (67. ხ. როდირგესი) - ბეილი, რონალდო, ხესე (56. ლ. ვასკესი)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, კომპანი (10. მანგალა), ოტამენდი, კლიში - ფერნანდო, ფერნანდინიო - ნავასი (69. იჰეანაჩო), ტურე (61. სტერლინგი), დე ბრუინი - აგუერო
გაფრთხილება: ვასკესი - დე ბრუინი, ფერნანდო, ოტამენდი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 5-10; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 13-4 (6-0); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 76 000

ფინალი
28 მაისი, მილანი
რეალი-ატლეტიკო 22:45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
რუსული რეპორტაჟი და კომენტატორები უძლიერსები არიან!!!ქართველები მათთან რა მოსატანია...
დინამო 81
15:59 05-05-2016
0
ქართველი კომენტატორები ნამდვილად არ გაიშვა. მადლობა ღმერთს შემიძლია ინგლისელი კომენტატორების წაყვანილი მატჩების ყურება და 1 სიამოვნებაა, რო ღრუსულ არხებზე არ მომიწიოს ყურება.

giga
14:18 05-05-2016
0

სიახლეები პოპულარული