სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
დღეს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის 1/4-ფინალების წილისყრა გაიმართება
AutoSharing Option
11:52 18-03-2016
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მეოთხედფინალების წილისყრა გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო შემდეგ ევროპის ლიგის ჯერიც დადგება.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზურის მფლობელები არიან: მადრიდის "ატლეტიკო", მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", მიუნხენის "ბაიერნი", "ვოფლსბურგი", "ბენფიკა", "მანჩესტერ სიტი" და პსჟ.

მეოთხედფინალის პირველი მატჩები 5/6 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 12/13 აპრილს.

ევროპის ლიგის მეოთხედფინალის საგზურის მფლობელები არიან: "ვილიარეალი", "სპარტა", "ბილბაო", "შახტარი", "ბრაგა", "ლივერპული", "სევილია" და "ბორუსია" (დ).

მეოთხედფინალის მატჩები 7 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 14 აპრილს.
ტეგები: წილიყრა
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.