სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ბაიერნი VS იუვენტუსი - მერვედფინალის ბოლო დიდი ინტრიგა
AutoSharing Option
13:30 16-03-2016
* მიუნხენის "ბაიერნი" ბოლო 15 თამაშიდან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
* ტურინის "იუვენტუსის" შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავია - მხოლოდ ერთი მარცხი ბოლო 19 მატჩში.
* მათი პირველი დაპირისპირება "იუვენტუს არენაზე" 2:2 დასრულდა, არადა, "ბაიერნი" 2:0-ს იგებდა და, თითქოს, ინტრიგაც მოკვდა.
* "იუვენტუსს" "ბაიერნი" 2005 წლის ნოემბრის მერე არ დაუმარცხებია.

დღეს ევროპაში ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი ეტაპი დასრულდება და რვავე მეოთხედფინალისტის ვინაობა გვეცოდინება. ორივე წყვილი გიჟურია, მაგრამ ერთ-ერთში ინტრიგას დაღი პირველმა თამაშმა დაატყო. მოკლედ, მთელი ყურადღება ბარსელონისკენ და განსაკუთრებით, მიუნხენისკენაა.

მიუნხენის "ბაიერნი" ფავორიტია, პირველი შეხვედრის მსვლელობა და ანგარიშიც ამას ადასტურებს, მაგრამ, როდესაც მეტოქე ტურინის "იუვენტუსია", გადაწყვეტილად ვერაფერს იტყვი. "ბაიერნი"-"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ბოლო დიდი ინტრიგაა.

ტურინული მატჩის პირველ ტაიმში იმდენად დიდი იყო "ბაიერნის" უპირატესობა, რომ წინასწარ ხელი ჩაიქნიეს, მაგრამ "იუვენტუსმა" შეძლო ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა, არწაგება და ინტრიგის შენარჩუნება.

მიუხედავად ამისა, გერმანული გრანდი კვლავ გამოკვეთილი ფავორიტია. მით უმეტეს, ახლა, როცა "ზებრებმა" ტრავმების გამო ცუდ დროს დაკარგეს ლიდერები: კლაუდიო მარკიზიო და პაულო დიბალა. არგენტინელი ფორვარდი შესანიშნავ ფორმაში იყო, მაგრამ გერმანიაში ის ვერ ითამაშებს. ამას დავურთოთ კასერესისა და კიელინის ტრავმები და მარიო მანჯუკიჩის მდგომარეობა. ხორვატმა ფორვარდმა შესაძლოა, ვერ ითამაშოს "ალიანც არენაზე". მწვრთნელი ამ საკითხს მხოლოდ დღეს გადაწყვეტს.

მასპინძელთა საკადრო პრობლემები ისევ დაცვის ცენტრთან არის დაკავშირებული, სადაც უჩვეულო დუეტს ვიხილავთ: ალაბა-კიმიხი.

პრესკონფერენცია
ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "როგორიც არ უნდა იყოს პირველი შეხვედრის შედეგი, ჩვენ ის უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, 5:0-ით მოგება მერჩივნა, მაგრამ მომხდარს უკან ვერ დააბრუნებ. "იუვენტუსი" მაინც "იუვენტუსია", ამ გუნდს განსაკუთრებული შემართება ახასიათებს. სიტუაცია ისეთივეა, როგორც ადრე - "იუვე" სერიოზული მეტოქეა. იტალიურ მენტალიტეტს კარგად ვიცნობ, ამ მენტალიტეტმა იტალიურ გუნდებს ბევრი ტიტული მოაპოვებინა. ისინი ელიან თავიანთ მომენტს. მათ კარგად იციან, როგორ დაიცვან კარი და როგორ გაიტანონ გოლები.

პირველი თამაშის შემდეგ ჩემი პატივისცემა "იუვესადმი" კიდევ უფრო გაიზარდა. მეტოქეს შეუძლია მთელი კონცენტრაციით, ათი კაცით დაცვაში ყოფნა. მე, რა თქმა უნდა, ასეთი სტილის ფეხბურთი არ მომწონს, მაგრამ პატივს ვცემ მას. "იუვეს" ბურთის ფლობაც კარგად შეუძლია, რადგან პოლ პოგბა ჰყავს და, რა თქმა უნდა, "იუვენტუსს" კარგად შეუძლია შეტევა.

ჩვენ აუცილებლად საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლის გაგრძელების უფლება მივიღოთ. ეს მატჩი ნამდვილი ფინალივითაა".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ხვალ უნდა ვითამაშოთ უნაკლო ფეხბურთი. თუ ამას ვერ შევძლებთ, ძალიან გაჭირდება. ვიცით, რომ "ბაიერნისთვის" ბურთის ფლობის 60-70% ნორმალური მოვლენაა. ძალიან ცუდ დროს მოგვესწრო ტრავმები, მაგრამ ამ ბიჭების ჯანმრთელობით ვერ გავრისკავ, ჩემპიონატში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი თამაში გველის.

მანჯუკიჩი ექსტრაორდინარული ფორვარდია, მისი თამაშის საკითხს ხვალ გადავწყვეტთ. მთავარი კითხვაა, შეძლებს თუ არა მარიო სტარტიდანვე თამაშს. ორი-სამი ფეხბურთელის გამოკლება დრამა არც ერთი გუნდისთვის არ უნდა იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დასანანია და შანსსაც გვიმცირებს. ორივე გუნდი ერთმანეთს დიდ პატივს
You must have Flash Player installed in order to see this player.
სცემს. თითქმის გამორიცხულია, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელები ხვალინდელ თამაშს იოლად მიუდგნენ, ამის იმედი არ უნდა გვქონდეს".

ამ უქმეებზე
მიუნხენელებმა შავი დღე აყარეს ბრემენის "ვერდერს" გერმანული ფეხბურთის კლასიკაში - 5:0. დუბლით გამოირჩა ტიაგო ალკანტარა, დუბლი შეასრულა თომას მიულერმაც, ხოლო ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერმა რობერტ ლევანდოვსკიმ მხოლოდ ერთი გოლი იკმარა.

ტურინელებმა მოკრძალებული ანგარიშით, 1:0 დაამარცხეს შინ "სასუოლო". გამარჯვების გოლი პაულო დიბალას ანგარიშზეა.

ოთხშაბათი. 16 მარტი
ბაიერნი-იუვენტუსი 23:45 (2:2)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბოატენგი, ბადშტუბერი, ხავი მარტინესი (?) - კასერესი, მარკიზიო, დიბალა, კიელინი, მანჯუკიჩი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, კიმიხი, ალაბა, ბერნატი - ვიდალი, ჩაბი ალონსო - რობენი, მიულერი, კოშტა - ლევანდოვსკი
იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა - კუადრადო, ხედირა, ერნანეში, პოგბა - მორატა, მანჯუკიჩი
მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
FOrza JUvee
16:58 16-03-2016
მორატას 2 გოლი ;) და ბაიერნის გავარდნა :)
beber sinioras ....
16:28 16-03-2016
არც ერთ-ინასა იყო ქართველი ,და არც მეორე-ბაიერნი არის №-1,და არც მესამე ფორცა იუვე-ლევანი, სამივენი უსწავლელობის და უსამშობლოობის ბედკრული გერმანულ-იტალიური შვილობილები გახლდნენ.სამტრედიას გაუმარჯოს!!!!!საქართველოს ფეხბურთს გაუმარ -უჰუ უჰუ,დამახველა,ქართულ რაგბის ვენაცვალეეეე!