სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
7 გიჟური შემოტრიალება ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში [VIDEO]
AutoSharing Option
11:00 13-03-2016
ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი ბრძოლების ჟამი დადგა. ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე არაერთხელ მომხდარა განსაკუთრებული ამბები. ჩვენი დღევანდელი წერილი 7 გიჟურ შემოტრიალებაზეა ორმატჩიან დაპირისპირებებში. მაშ ასე, მოემზადეთ, ადრენალინის ჭარბ დოზას დაკარგავთ.

ოლიმპაკოსი - მანჩესტერი
პირველი მატჩი 2:0 (პირეოსში) იხილეთ ვიდეო
მეორე მატჩი 0:3 (მანჩესტერში) იხილეთ ვიდეო
2013-14. ჩემპიონთა ლიგა. მერვედფინალი.

პირველ, საბერძნეთში გამართულ შეხვედრაში "იუნაიტედს" არაფერი გამოუვიდა. ანგარიში არგენტინელმა ალეხანდრო დომინგესმა გახსნა. ეს 38-ე წუთზე მოხდა. მალე ჟოელ კემპბელმა მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა. თამაშის შემდეგ "იუნაიტედის" დამრიგებელმა დევიდ მოიესმა აღიარა, რომ მისმა გუნდმა ეს შეხვედრა ჩააგდო.

სიტუაცია მთლიანად შეიცვალა ინგლისური მატჩისას. "მანჩესტერმა" თავიდანვე ძალიან სერიოზულად მოკიდა საქმეს ხელი. "იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" 3:0 მოიგო. ჰეთ თრიკი შეასრულა რობინ ვან პერსიმ.

ჩელსი - ბარსელონა
პირველი მატჩი 3:1 (ლონდონში)
მეორე მატჩი 1:5 (ბარსელონაში)
1999-2000. ჩემპიონთა ლიგა. მეოთხედფინალი.

ეს ის დროა, როცა რომან აბრამოვიჩი ჯერ კიდევ არ იყო მისული "ჩელსიში". პირველი შეხვედრა ლონდონელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა. მათ კიდევ უფრო დიდი სხვაობით მოგებაც შეეძლოთ.

განმეორებითი შეხვედრის ძირითადი დრო "ნოუ კამპზე" იმავე ანგარიშით დასრულდა, როგორითაც პირველი მატჩი. დამატებით დროში ყველაფერი გადაწყვიტა რივალდოსა და კლაივერტის გოლებმა.

"ჩვენ პირველ შეხვედრაში უდიდესი დარტყმა მივიღეთ, მაგრამ დღეს იდეალური თამაში ჩავატარეთ." - თქვა "ბარსას" მაშინდელმა ლიდერმა, ლუიშ ფიგუმ.

ნაპოლი - ჩელსი
პირველი მატჩი 3:1 (ნეაპოლში)
მეორე მატჩი 1:4 (ლონდონში)
2011-12. ჩემპიონთა ლიგა. მერვედფინალი.

ამჯერად "ჩელსი" მსხვერპლი კი არა, გამარჯვებული აღმოჩნდა. პირველი შეხვედრა შინაურ კედლებში ყოველთვის დიდებულად მოთამაე "ნაპოლიმ" აღმავლობით ჩაატარა. სამაგიეროდ, ლონდონში უკვე მასპინძლებმა ივარგეს და დაინიშნა დამატებითი დრო. იქ ყველაფერი ბრანისლავ ივანოვიჩის გოლმა გადაწყვიტა. "ჩელსიმ" იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო რობერტო დი მატეოს ხელმძღვანელობით.

მილანი - ბ
You must have Flash Player installed in order to see this player.
არსელონა
პირველი მატჩი 2:0 (მილანში)
მეორე მატჩი 0:4 (ბარსელონაში)
2012-13. ჩემპიონთა ლიგა. მრვედფინალი.

"მილანმა" ბურთი მეტოქეს დაუთმო და ყრუ დაცვაში "ჩაჯდა". მათ არ შეეძლოთ, კატალონიელებს შემტევ ფეხბურთში შეჯიბრებოდნენ. მეორე ტაიმში კი იტალიურმა კლუბმა ორი შედეგიანი კონტრშეტევა განახორციელა. "ნოუ კამპზე" "ბარსელონამ" მოწინააღმდეგე ულაპარაკოდ გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პორტუ - ბაიერნი
პირველი მატჩი 3:1 (პორტოში) იხილეთ ვიდეო
მეორე მატჩი 1:6 (მიუნხენში) იხილეთ ვიდეო
2014-15. ჩემპიონთა ლიგა. მეოთხედფინალი.

"ბაიერნი" სტაბილურობითაა განთქმული. მითუმეტეს ძნელი ასახსნელია ის, რაც მოხდა ორი წლის წინათ პორტუგალიაში. მასპინძლებმა ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაჩაგრეს "რეკორდმაისტერი". საპასუხო შეხვედრაში კი "ბაიერნმა" ნამდვილი რბევა მოუწყო მოწინააღმდეგეს. უკვე 40-ე წუთზე ხოსეპ გვარდიოლას გუნდი 5:0-ს იგებდა.

რეალი - მონაკო
პირველი მატჩი 4:2 (მადრიდში)
მეორე მატჩი 1:3 (მონაკოში)
2003-04. ჩემპიონთა ლიგა. მეოთხედფინალი.

პირველი შეხვედრის შემდეგ სამთავროს გუნდი ყველამ ჩამოწერა. დაიწყო მეორე შეხვედრა და ანგარიში რაულმა გახსნა. ამ დროს გააქტიურდა ფერნანდო მორიენტესი, ვინც "რეალიდან" სწორედ ფრანგულ გუნდში იყო განათხოვრებული.

მან თავისი გუნდის პირველი ორი გოლი უშუალოდ შექმნა. მესამე ბურთი ლუდოვიკ ჟიულიმ შეაგდო.

მილანი - დეპორტივო
პირველი მატჩი 4:1 (მილანში)
მეორე მატჩი 0:4 (ლა კორუნიაში) 0:4
2003-04.ჩემპიონთა ლიგა. მეოთხედფინალი.

ლეგენდარული შემოტრიალება. ყველაზე უცნაური, რაც ოდესმე ლიგაში მომხდარა. პირველ, საშინაო მატჩში შევჩენკოსა და პირლოს მონაწილეობით "მილანმა" ოთხი გოლი გაუტანა "დეპორტივოს".

საპასუხო შეხვედრაში "დეპორი" შეიქმნა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი, ვინც სამბურთიანი ჩამორჩენა "ამოუქაჩა" მეტოქეს და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
dadu
10:42 14-03-2016
მოკლედ ეს ქართველი "ტოტალიზატორშიკების" გაცვეთილი ბანალური ფრაზები აღარ უნდა დამთავრდეს? ფეხბურთს სიამოვნების გამო უყურეთ ბილეთის გამო კი არა. ტოტალიზატორის გარდა სხვა რო არაფერი არავის ახსოვს. თუ ეზოში ერთხელ მაინც გითამაშია ფეხბურთი უნდა იცოდე რომ ასეთი რაღაცეები ხდება.
13
09:42 14-03-2016
ყველა ჩაწყობილი მატჩები იყო...