ლიონელ მესი: დავინახე, რომ ბოატენგი მოდიოდა ჩემკენ და...

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მიუნხენის "ბაიერნთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მესიმ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და მესამე გოლშიც დიდი წვლილი შეიტანა, როცა არგენტინელის პასის შემდეგ ნეიმარი ნოიერთან პირისპირ დარჩა და გოლის გატანა არ გასჭირვებია.

"გაგვიმართლა და ანგარიში გავხსენით, რასაც მეორე გოლიც მივაყოლეთ, შემდეგ მესამე და საერთო ჯამში, ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ, რომელიც ასე გვსურდა.

მაგრამ გერმანიაში თამაში ძალიან რთულია. ამავე ტემპში უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და არ მოვდუნდეთ.

დიახ, მეორე გოლი ლამაზი გამოვიდა. დავინახე, რომ
ბოატენგი მოდიოდა ჩემკენ და გავცდი მას.

ნოიერთან რევანში? მსოფლიოს ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა სხვადასხვა ტურნირია", - თქვა მესიმ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ბარსელონა-ბაიერნი 3:0 - მესით მეტი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
პორტუს და ბაესელონას შედარება ცოტა არარეალურია, უბრალოდ, 1-5% შანსი აქვს ბაიერნს ჯერ კიდევ და ეგენი ისეთები არიან ეცდებიან მის გამოყენებას, გააჩნია თამაშიც როგორ წავა
მაგრამ თავს უფლებას მივცემ და ყევლაფერს რეალურად რომ შევხედთ, ბარსელონა ფინალშია, რასაც ვულოცავ ამ გუნდის გულშემატკივრებს
ქომაგი
21:57 08-05-2015
0
"დავინახე, რომ ბოატენგი მოდიოდა ჩემკენ და გავცდი მას." ამას გავცდი ქვია, ძალიან თავმდაბალია ეს ბიჭი
maka
14:01 07-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული