ბარსელონა-ბაიერნი 3:0 - ლიონელ მესის ბენეფისი

AutoSharing Option
6 მაისს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, სადაც "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა.

გუნდებს შორის პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა. მეორე ტაიმი ლიონელ მესის ბენეფისად იქცა. შეხვედრის 77-ე წუთზე არგენტინელმა ფეხბურთელმა ანგარიში გახსნა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, ხოლო მე-80 წუთზე მესიმ უკვე დუბლი მიითვალა.

ტაიმის მიწურულს კი საკუთარ ანგარიშზე გოლის ჩაწერა ნეიმარმა მოახერხა, რომელიც მესის პასის შემდეგ ერთი-ერთზე გავიდა ნოიერთან და მომენტის გამოყენება არ გასჭირვებია. საბოლოოდ "ბარსელონამ" ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

აქვე გეტყვით, რომ
მესიმ "ბაიერნთან" შესრულებული დუბლით ევროთასებზე 77-ბურთიან ნიშნულს მიაღწია და კრიშტიანო რონალდოს გადაასწრო, რომელსაც 76 გოლი აქვს გატანილი.

"ბაიერნისა" და "ბარსელონას" საპასუხო მატჩი ერთ კვირაში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესი! მესი! მესი!
გივი-გია
01:18 07-05-2015
0

სიახლეები პოპულარული