როი კინი: "რეალს" 10 კაცით მატჩის მოგება გაუჭირდებოდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა როი კინმა მადრიდის "რეალის" ფორვარდი გარეთ ბეილი გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს "სამეფო კლუბი" ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ტურინის "იუვენტუსს" ესტუმრა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

"რეალს" 10 კაცით მატჩის მოგება გაუჭირდებოდა. ბეილმა გუნდს აბსოლუტურად არაფერი მისცა.

ბევრი ამბობს, რომ მას გუნდში არ ენდობიან, მაგრამ ის რატომღაც ადვილ გადაწყვეტილებებს იღებს.

მიზეზი, რის გამოც ის "რეალში" მოხვდა, თავდაჯერება და მუდმივად წინსვლის სურვილია.

ახლა კი, როცა მეტოქესთან რჩებოდა, უბრალოდ, უკან ბრუნდებოდა", - თქვა კინმა.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

იუვენტუსი-რეალი 2:1 - კარლიტოსმა კარლიტოს მოუგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული