ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრები ბილეთების ფასი ცნობილია

AutoSharing Option
5 მარტს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყება, რომელიც 23 მარტამდე გაგრძელდება.

უეფას ოფიციალური ვებგვერდი ექსკლუზიურად საერთაშორისო მაყურებელზე 6000 ბილეთს გაყიდის.

ბილეთების გაყიდვა უეფას ვებგვერდზე 15:00 საათიდან დაიწყება და 23 მარტის 21:00 საათამდე გაგრძელდება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 6 ივნისს, 23:45 საათზე, ბერლინში, "ოლიმპიაშტადიონზე" გაიმართება.

არენის ტევადობა 70 500 ადგილია. აქედან 6000 ბილეთი უეფას ვებგვერდის მეშვეობით გაიყიდება.

ბილეთების ფასი ოთხ კატეგორიაში არის წარმოდგენილი:

კატეგორია 1: 390 (ევრო)
კატეგორია 2: 280
კატეგორია 3: 160
კატეგორია 4: 70

როგორც წინა წლებში,
ბილეთის ფასის დადგენისას უეფამ კონსულტაცია ევროპის საფეხბურთო გულშემატკივრების გაერთიანებულ კავშირთან გაიარა.

აქვე გეტყვით, რომ ნებისმიერი მსურველი ორზე მეტ ბილეთს ვერ იყიდის.

ასევე იხილეთ:
ევროპის ლიგის ფინალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული